რეზონანსი
(20.09.2024)

მსახიობისა და მოდელის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული პირი სამართალდამცავებმა დღეს, გამთენიისას ქუთაისის აეროპორტში დააკავეს. ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.
გაზეთ „ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე წერს, რომ კესარია აბრამიძე სასტიკად არის მოკლული, სავარაუდოდ, მას ხელ-ფეხი თოკით ჰქონდა შეკრული.
„ვერც დავდებ, ვერც გაგიზიარებთ – უმძიმესი ფოტოა, სისხლის გუბეში უმოწყალოდ აჩეხილი კესარია, რომელიც როგორც ჩანს, მკვლელს დაბმული ჰყავდა თოკებით, ხელით და ფეხით! როდის ხდებიან ადამიანები ასეთი პირუტყვები, როდის?! სიკვდილიცაა და სიკვდილიც…“ - დაწერა ელისო კილაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე




