ელზა პაპოშვილი
(18.09.2024)

ოპოზიციურ პარტიებს ცესკოში თავისი საარჩევნო სიების წარდგენის ვადა 26 სექტემბერს ეწურებათ, თუმცა, ჯერჯერობით სიის პრეზენტაცია მხოლოდ 2 საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა. რატომ არ ჩქარობენ პარტიები, რამდენად რთულად მიმდინარეობს სიების ფორმირების პროცესი და ხომ არ ვიხილავ ამის საფუძველზე ახალ პოლიტიკურ სკანდალებს?

საარჩევნო სიის შედგენა, როგორც წესი, საკმაოდ რთული პროცესია, რომელიც ზოგჯერ, შესაძლოა, პრაქტიკულად პარტიის დაშლითაც დასრულდეს. გამონაკლისი არ წლევანდელი არჩენებია და ამის ნათელი მაგალითი იყო „ევროპული საქართველოს“ შემთხვევა, როცა სიის შედგენის გამო დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, საბოლოოდ, თამარ ჩერგოლეიშვილმა და გიგა ბოკერიამ  პარტია დატოვეს.

გარდა ამისა, 15 სექტემბერს „პატრიოტთა ალიანსისა“ და „ალტ-ინფოს“ კოალიცია მოულოდნელად დატოვა მწერალმა ვაჟა ოთარაშვილმა. მან ამის შესახებ თავადვე გააკეთა „ფეისბუქზე“ განცხადება, ოღონდ მიზეზების დაკონკრეტების გარეშე. გამორიცხული არ არის, რომ მისი წასვლაც სწორედ საარჩევნო სიის შედგენისას მომხდარ უთანხმოებას უკავშირდებოდეს.

რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ გაერთიანებებს, ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ ყველაზე რთულად ეს პროცესი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიდის.

ასევე აღნიშნავენ, რომ „ლელოს“ გარშემო შექმინი კოალიციისა და ექსპრემიერ გიორგი გახარიას გაერთიანების ამაბრკოლებელი მთავარი მიზეზი სწორედ ერთიან საისთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობაა. ეს პროცესი განსაკუთრებით მკივნეული იქნება „ლელოში“, სადაც რამდენიმე წონიანი პოლიტიკური ფიგურაა შეკრებილი, რომლებიც, სავარაუდოდ, წინასწარ იყვნენ შეთანხმებული, თუ როგორ მოხდებოდა სიის ფორმირება. ახლა კი, გახარიასთან გაერთიანებს ემთხვევაში, ეს შეთანხმება პრაქტიკულად უქმდება და ახალ ერთიან სიაზე იქნება მუშაობა საჭრო, სადაც, ბუნებრივია, გახარიასაც ექნება თავისი კვოტა „ლელოსა“ და მის გარშემო შეკრებილი პოლიტიკური ძალების ხარჯზე.

უკვე ცნობილი სიები 

ოპოზიციიდან ჯერჯერობით საარჩევნო სია პარტია „გირჩმა“ წარადგინა. სიის პირველ ნომრად წარმოდგენილია იაგო ხვიჩია, შემდგომ მოდიან სანდრო რაქვიაშვილი, ვახო მეგრელიშვილი, ჰერმან საბო და პარტიის სხვა წევრები. სია სულ 25 ადამიანისგან შედგება. 

როგორც პარტიაში განაცხადეს, სია მათმა მხარდამჭერებმა და პარტიის წევრებმა შეადგინეს, ამისთვის კი პრაიმერისი ჩატარდა. 3000-მა ადამიანმა, ვინც „გირჩის“ ციფრულ ვალუტას ფლობს, ამ 25 კანდიდატიდან მხარი დაუჭირა მისთვის სასურველ ერთ ან რამდენიმე კანდიდატს და საბოლოოდ სიაში თანმიმდევრობა სწორად ასე მიღებული შედეგებით განისაზღვრა. 

რაც შეეხებამმართველ გუნდს, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენამ საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია. განსაკუთრებული აქცენტი პირველ ნომერზე კეთდება. სიის სათავეში პოლიტიკაში დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილია. ამ გადაწყვეტილებას ოპონენტები არჩევნებში დამარცხების შიშით ხსნიან. 

ჩამონათვალში არიან პარტიის სტაჟიანი წევრები, მოქმედი პარლამენტარები, ცნობილი სპორტსმენები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.  განსაკუთრებით რეზონანსული იყო ასევე ოლიმპიური ჩემპიონების გენო პეტრიაშვილის და ლაშა ტალახაძის სიის 20-ეულში ყოფნა. 

ოცეულში ვერ მოხვდა გუნდის რამდენიმე აქტიური სახე. ახალი სახეების გამოჩენას ოპოზიციის რიგებში საკმაოდ ნეგატიური და შეურაცხმყოფელი შეფასებები მოჰყვა. ამჯერადაც მათი კრიტიკის მთავარ სამიზნეებად სპორტსმენები იქცნენ.

რაც შეეხება მმართველი პარტიის სრულ სიას, მისი პრეზენტაცია სწორედ რეგისტრაციის ბოლო დღეს - 26 სექტემბერს იგეგმება.

ენმ-ის სია და სააკაშვილი

ანალიტიკოსთა შეფასებით, განსაკუთრებით რთული იქნება საარჩევნო სიის ფორმირება ენმ-ში. მიზეზი ისაა, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან ცდილობს ამ პროცესში ჩართვას და პერიოდულად სოციალურ ქსელებში აქვეყნებს თავის მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს. თუმცა, ენმ-ის მენეჯმენტი ამაზე პრაქტიკულად არ რეაგირებს.

ბოლო ასეთი განცხადება მან გასულ კვირას გააკეთა, სადაც იმაზე ისაუბრა, თუ რა კრიტერიუმებით უნდა შეირჩნენ ენმ-ის პოტენციური დეპუტატები და რა გამოწვევები აქვს ამ მხრივ პარტიას.

„გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა. ახლა ივანიშვილის ერთადერთი იმედია ოპოზიციის მომავალი პარლამენტარების ყიდვაა და ამიტომ ჩვენს კოალიციაში ძალიან გულისყურით მოვეკიდებით, რომ მერყევი ელემენტები არ აღმოჩნდნენ სიაში, და ამ მხრივ, ჩვენი აქტივისტების აქტიური ჩართულობა გადამწყვეტია!" - წერს სააკაშვილი.

მანამდე კი ექსპრეზიდენტმა წამოაყენა წინადადება, რომ ენმ-ის საარჩევნო სიის პირველი ნომერი სოფო ჯაფარიძე იყოს. თუმცა, მის ამ განცხადებებს პარტიიდან პრაქტიკულად არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

იქნება თუ არა ახალი სკანდალები

როგორც ანალიტიკოსი გია ბაშიძე „რეზონანსთან“ ამბობს, ოპოზიციის მხრიდან სიების დაგვიანება მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს - რომ ახლად შექმნილ კოალიციებში ვერაფრით შეთანხმდნენ ვინ რომელ ნომრად იყოს და დავა სიის დაკომპლექტებაზე სერიოზულ დაპირისპირებაშია გადასული.

გარდა ამისა, „ლელოს“ გარშემო შექმნილი კოალიციისა და ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ გაერთიანების დამაბრკოლებელ მთავარ მიზეზად აბაშიძე სწორედ ერთიან საარჩევნო სიას მიიჩნევს.

„ჩვენი ოპოზიცია რასაც წარმოადგენს, ყველამ კარგად ვიცით. ყველას გენერლობა და პირველობა უნდა, ჩვენ ხომ პოლიტიკური ჯარისკაცები არა გვყავს. ამ კოალიციებში ყველას იმხელა ამბიციები აქვთ, ვინ როგორ გადანაწილდება, კაცმა არ იცის. ამიტომ შიგნით, დიდი ალბათობით, სერიოზული დუღილი მიდის. 

„ელემენტარულად რომ გადავხედოთ საარჩევნო მათემატიკას, სხვადასხვა კვლევებით ჩანს, რომ ეს მცირე პარტიები, „ნაცმოძრაობის“ გარდა, იქნება  „ლელო“, გახარია,  გვარამია-მელიას „ახალი“ თუ სხვა, ჯერჯერობით 5%-იანი ბარიერისგან შორს არიან. ამავე საარჩევნო არითმეტიკის მიხედვით კი, 5%-იანი ბარიერის გადალახვა დაახლოებით 7-8 დეპუტატს ნიშნავს. 

„ახლა როგორ გგონიათ, თუნდაც ეს რადიკალი ურეიტინგო პოლიტიკოსები როგორ მოხდებიან სიის ათეულში? მაგალითად, დიდი პორბლემები ხაზარაძეს სიის დაკომპლექტებასთან რომ ექნება, ფაქტია, რადგან მოსალაპარაკებლად უკვე დრო ითხოვა. ვნახეთ მის კოალიციაში შემავალი ლიდერების ორაზროვანი განცხადებები გახარიას შეერთებაზე. ეს რა თქმა უნდა, სიაში დამატებით ადგილების დაკარგვას და გახარიასთვის მიცემას ნიშნავს. „ლელოში“ უკვე იმდენმა ლიდერმა მოიყარა თავი, არ ვიცი ვინ როგორ უნდა გადანაწილდეს“,- ამბობს აბაშიძე.  

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ახალს“, აქაც აბაშიძე ფიქრობს, რომ სიტუაცია დრამატულად განვითარდება. 

„ჯერ მარტო „ახალში“ უკვე 4 ლიდერია, რომლებიც სიაში უდაოდ უნდა იყვნენ - ჯაფარიძე, მელია, გვარამია და ხოშტარია. ახლა ყველა მათგანს ხომ ჰყავთ თითო სანდო კაცი, რომელიც ასევე სიის ათეულში უნდა მოახვედრონ - ესეც 8 კაცი. 

„გარდა ამისა, მელიამ „ნაციონალებიდან“ ხალხი რა თქმა უნდა იმ მოტივით გდაიბირა, რომ სიაში მოხვდებოდნენ. სწორედ ამ ხალხს იყენებენ საარჩევნოდ ხმების მობილიზებისთვის და პარტიულ საქმიანობაზე დაარბენინებენ. ამიტომ აქაც ველი, რომ დაპირისპირება იფეთქებს.  

„ყველაზე მძიმე სიტუაცია კი „ნაციონალებშია“. აქ საკუთარი ინტერესები აქვთ როგორც მიხეილ სააკაშვილს, ასევე დავით კეზერაშვილს. ვიცით, რომ კეზერაშვილი სიის ათეულში უკვე ადგილებს მილიონერ ბიზნესმენებზე ჰყიდის. სააკაშვილს თავისი ამბიციები აქვს და აგერ სოფო ჯაფარიძე სიის პირველ ნომრად მოითხოვა. კიდევ რამდენიმე დღის წინ ახალი დირექტივები გასცა. 

„მე არ მგონია, რომ სააკაშვილს ვინმე საერთოდ უსმენს. საერთოდ, პარტიაში მისი იგნორირებაა მომხდარი და ამიტომ არ ველი, რომ სააკაშვილის ინტერესები სიაში გათვალისწინებული იქნება. აქვე არიან ლევან ხაბეიშვილის ხალხი, რომლებიც გამოიყენეს და მერე ჩააჩოჩეს. ასევე ბოკუჩავა და მისი გუნდი. ასევე არ დაგვავიწყდეს ორთოდოქსი მიშისტები, რომლებიც ჯერ ჩუმად არიან, მაგრამ თუ სიაში არ აღმოჩდებიან, სიტუაცია რადიკალურად დაიძაბება. ამიტომ დიდი სანახაობა ჯერ კიდევ წინ გველის“, - ამბობს აბაშიძე.   

ყველაზე რთული სიტუაცია ენმ-შია

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი პირიქით ფიქრობს. როგორც მან „რეზონანსთან“ განაცხადა, ოპოზიციურ კოალიციებში ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს არ იღებენ და თემის გარშემო გუნდში დისკუსია მიდის. სწორედ ამის ნათელი და კარგი მაგალითია ხაზარაძის განცხადება, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაციების გავლა გუნდთან მოისურვა. 

„რა თქმა უნდა, ხაზარაძე-გახარიას შორის სიებთან დაკავშირებით იქნებოდა საუბარი, ჰაერზე ხომ არავინ ერთიანდება. ჯერ მიდის აზრთა გაცვლა-გამოცვლა, თუ ვის რა ადგილი უნდა, რამდენი მანდატი სურს და ა.შ. მე ძალიან მომწონს და მივესალმები ხაზარაძის განცახდებას, რომ ჯერ გუნდთან აქვს რაღაცეები შესთანხმებელი. ალბათ გახრიამ მოითხოვა ადგილები სიაში  და ეს ლოგიკურიც არის. გახარიასაც სურს თავისი ხალხის სიაში შეყვანა და ყველა თავის წილს ითხოვს. 

„ასევეა სხვა კოალიციებშიც. მგონია, რომ „ახალში“ უფრო შეთანხმებული არიან. იქ 4 გამოკვეთილი ლიდერია და მათ 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ, ეს კი სადღაც 8  კაცს ნიშნავს. ოთხივე ლიდერმა რომ თითო სხვა დაასახელოს, ალბათ სიის ათეულსაც შეადგენენ. 

„კი, ბატონო, უფრო რთული სიტუაციაა „ნაცებში“, რადგან იქ ბევრი სხვადასხვა ჯგუფია, მაგამ მე არ მგონია, რომ იქ მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილივით გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებს. პირიქით, ეს საკმაოდ ჯანსაღი პორცესია. ფაქტია, რომ ყველას თავისი ხალხი ჰყავს, ვინც უნდათ სიაში მოხვდნენ და სააკაშვილსაც აქვს თავისი შეთავაზებები. ჰყავს კანდიდატურები, ვინც სურს სიაში იხილოს. ამიტომ ეს დროში გაწელვა მე კატასტროფად არ მეჩვენება და პირიქით, ამ კოალიციებში დემოკრატიული პროცესები მიდის“, - ამბობს ჩიტძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე