რეზონანსი
(15.09.2024)

55 წლის ასაკ­ში მსა­ხი­ო­ბი ზურა ბე­რი­კაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. იგი 1990 წლი­დან მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი იყო. მის მე­გობ­რებს ზუ­რა­ზე წარ­სულ დრო­ში სა­უ­ბა­რი ძა­ლი­ან უჭირთ.

„არე­უ­ლი მაქვს გო­ნე­ბა, ისე მი­ჭირს ზუ­რა­ზე ლა­პა­რა­კი...

ახლა მო­იყ­ვა­ნეს სახ­ლში... ზურა ყვე­ლას უყ­ვარ­და და რა­ღაც­ნა­ი­რად წა­ვი­და. თით­ქოს ჯერ შეგ­ვა­ში­ნა, მერე იმე­დე­ბი მოგ­ვცა, რომ დაბ­რუნ­დე­ბო­და, მერე ფიქ­რში გა­და­ი­ზარ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი და, სა­ბო­ლო­ოდ, წა­ვი­და. თით­ქოს ნელ-ნელა შეგ­ვა­გუა ამ მდგო­მა­რე­ო­ბას. ყო­ველ 10 დღე­ში ერთხელ შევ­დი­ო­დი მას­თან და ვნა­ხუ­ლობ­დი. ვი­ღა­ცამ მკი­თხა, არ გი­ჭირს, რომ შე­დი­ხარ და ასეთს ნა­ხუ­ლო­ბო, ასე ვუ­პა­სუ­ხე, იცი, მე რომ ასე ვიყო, ის აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვი­დო­და და ჩემ გვერ­დში იქ­ნე­ბო­და-მეთ­ქი. მე ჩემს თავს ვერ მივ­ცემ­დი იმის უფ­ლე­ბას, რომ ზურა არ მე­ნა­ხა.

ყო­ველ­გვა­რი შე­ლა­მა­ზე­ბუ­ლი სი­ტყვე­ბის გა­რე­შე, ის იყო ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი. თბი­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე, კარ­გი მე­გო­ბა­რი, კარ­გი ძმა, მამა, ბა­ბუა და ყვე­ლა­ფე­რი. 9 თვე ყვე­ლა­ფერს ვა­დევ­ნებ­დი თვალს, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ერ­თოდ ვერ შე­მო­დი­ო­და კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში. ძა­ლი­ან მი­ჭირს მისი წას­ვლა“ , - განაცხადა მსახიობმა ონისე ონიანმა.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე