
კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს, რომლებიც ვაჟა-ფშაველას გამზირზე პლაკატებს აკრავდნენ, გაურკვეველი პირები დაუპირისპირდნენ და პლაკატების გაკვრაში ხელი შეუშალეს. ადგილზე გამოიძახეს პოლიციაც - ამის შესახებ ინფორმაცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობამ" გაავრცელა. აქტივისტები ამბობენ, რომ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფასა და შეხლა-შემოხლას.
„ერთიანობის" კოალიციაში ირწმუნებიან, რომ მათ პლაკატების გაკვრისას 20-მდე „დაკუნთული პირი" მიუვარდა და დაემუქრა.
„მე და ჩემი ორი მეგობარი ვაკრავდით საარჩევნო პლაკატს და რამდენიმე წუთის შემდეგ გააჩერა სამმა მანქანამ, ჯერ გინება-ლანძღვით გადმოვიდა 20-მდე დაკუნთული ტიპი, ეგრევე მოვარდნენ, დაიწყეს პლაკატების ჩამოხევა, ლანძღვა გინება, შეურაცხყოფა მოგვაყენეს. როცა ვიდეოს გადაღება დავაპირე, 5 პირი მომვარდა, ეგრევე ჰაერში ამიტაცეს და მითხრეს, თუ ვიდეოს გადაღებას არ შევწყვეტდი, ან სახეს დამიმტვრევდნენ, ან ტელეფონს. დამემუქრნენ, რის შემდეგაც წამაშლევინეს ვიდეო", - ამბობს „ერთიანობის" ახალგაზრულის წევრი.
ისინი წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობენ, ეჭვი აქვთ, რომ აგრესიულად განწყობილი პირები ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებული.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები „ოცნების" პარტიიდან იყვნენ გამოყვანილი, რათა ასეთი ძალადობრივი მეთოდებით მოეხდინათ ჩვენი დაშინება, მაგრამ ამით ვერავის შეაშინებენ," - ამბობს აქტივისტი.
შინაგან საქმეთაა სამინისტროს თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ინციდენტის ადგილას და თავმდამსხემელების ვინაობა დაადგინეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



