რეზონანსი
(25.08.2024)

საფრანგეთის პოლიციამ 33 წლის ალჟირელი მამაკაცი დააკავა, რომელიც ქალაქ ლა გრანდ-მოტეს სინაგოგასთან ხანძრის გაჩენის მცდელობაშია ეჭვმიტანილი. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სამძებრო ოპერაციაში 200-მდე პოლიციელი მონაწილეობდა.
ინციდენტი სინაგოგასთან მდებარე ავტოსადგომზე გუშინ მოხდა. ბოროტმოქმედმა სინაგოგის შესასვლელი კარი დაწვა და ავტოსადგომზე მანქანებს ცეცხლი გაუჩინა. ერთ-ერთი მანქანის აფეთქების შედეგად პოლიციელი დაშავდა. საფრანგეთის პოლიციამ მომხდარი ანტისემიტურ ნიადაგზე ჩადენილ ტერორისტულ ქმედებად შეაფასა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



