რეზონანსი
(22.08.2024)

პარალელურად, „ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცული თანამშრომლები კვლავ შიმშილობას განაგრძობენ. მათი მოთხოვნები უცვლელია, ისინი ითხოვენ მეტ დროს შესვენებისთვის, სამუშაო სივრცეში სანიტარული და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას, უსაფრთხო და კომფორტულ სამუშაო გარემოს, სამუშაო სივრცეში ჯანსაღი კვების უზრუნველყოფასა და საკვებ ვაუჩერებს, სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას. გუშინ „ევოლუშენ ჯორჯიას“ ერთ-ერთმა გაფიცულმა თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. 

გაფიცულები მოუწოდებენ ხელისუფლებას დაუყოვნებლივ ჩაერთონ პროცესში, ვინაიდან 19-20 წლის ადამიანები ღირსეული შრომითი უფლებებისთვის შიმშილობენ.

გაფიცულ თანამშრომლებს დღეს, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი შეხვდება.

„ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცულმა თანამშრომლებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას 12 აგვისტოდან მიმართეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე