რეზონანსი
(22.08.2024)

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევი ხვიჩა კვარაცხელია მამა გახდა. მას და ნიცა თავაძეს ვაჟი შეეძინათ, რომელსაც დამიანე დაარქვეს.

უამრავ მილოცვას შორის ერთ-ერთი ხვიჩას დედაა, რომელმაც საჯარო პოსტი სოციალურ ქსელში განათავსა:

„დაიბადა ბებოს გულის გახარება ბიჭი! დამიანე კვარაცხელია! ნიცა და ხვიჩა გილოცავთ!  გამრავლდით და გაგვახარეთ“, - დაწერა მაკა ლუკავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე