
„პოლიტიკურ ფიგურებზე თავდასხმები და პროვოკაციები უკვე დაწყებულია და ამის მომატებულ სიმძლავრეს სექტემბრიდან მეტად ვიხილავთ", - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.
იგორ კვესელავა: მე ჯერ კიდევ როდის ვთქვი, რომ აგვისტოდან მოსალოდნელია თავდასხმები და პროვოკაციები-მეთქი და ამის მაგალითია „ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა მელიაზე განხორციელებული თავდასხმა. ხელისუფლებას 51% სჭირდება, რომ დარჩეს, ბუნებრივია ამ ხმების ასაღებად ყველაფერს გააკეთებს.
სამარცხვინო პერიოდია, ამ მახსოვს მსოფლიო ისტორიაში ასეთ რამ, რომ პრეზიდენტმა უნდა მისცეს ოლიმპიადიდან დაბრუნებულ სპორტსმენებს მედლები, აკეთებენ დაჯილდოებას სალომე ზურბაშვილის გარეშე, ადამიანის, რომელმაც უნდა მისცეს და ამბობენ, რომ როცა ის არ იქნება, მერე მიეცემათ ეს მედლებიო. ასეთი სულელური განცხადება მსოფლიოში არ არსებობს.
„ოცნების" საგარეო და საშინაო პოლიტიკა ძალიან სუსტია, მოუმზადებელი და გაუმზადებელი, აკლია დიპლომატიური და პოლიტიკური აზროვნება - მაგალითად, პრემიერის ირაკლი კობახიძის გამოსვლებს.
„რ": როგორ შეაფასებდით რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის, დიმიტრი პოლიანსკის მიერ გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ განაცხადებას, სადაც ამბობს, რომ რუსეთი ყოველ წელს აკვირდება დასავლელი კოლეგების „მანიაკალურ სურვილს", განიხილონ სააკაშვილის აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდე?
ი.კ: გალის რაიონი, მაგალითად, ისტორიულად სამეგრელოს ნაწილი იყო. ის ახლა არ დაკარგულა, დაიკარგა მაშინ, როცა როდესაც ედუარდ შევარდნაძემ უაიარაღო ლაშქარი შეიყვანა და ჩვენ გამოგვდნენს. შეიძლება მოულოდნელი იყოს, მაგრამ გალი აფხაზეთის გეგმებში არ შედიოდა, არც რუსეთის. შემდგომში გამწვავებულმა სიტუაციებმა, დაუდევრობამ და პოლიტიკის უცოდინრობამ გამოიწვია ეს. უფრო უარესსაც გეტყვით, ზუგდიდში და წალენჯიხაში რომ შემოსულიყვნენ, ამ ტერიტორიების გარკვეული ნაწილი დაკარგული გვექნებოდა.
მიხეილ სააკაშვილის დროს მომხდარი ომი იყო ორ ქვეყანას, ამერიკასა და რუსეთს შორის დუელში მოხვედრა. რუსეთის მთავრობაში დიმიტრი მედვედევის პრეზიდენტობის დროს იყო ჯგუფი, რომელიც სააკაშვილს მხარს უჭერდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს პოლიტიკური თამაში იყო ამ ხელისუფლების აყირავებისთვის. ამერიკისა და რუსეთს ჰქონდათ გათვლა, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი რუსეთს უნდა დარჩენოდა, ხოლო დანარჩენი საქართველო - ამერიკას. ასეც მოხდა.
„ოცნებას" ამით სპეკულაცია სჭირდება იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას" დაარტას. თუ ვინმე არის დარჩენილი, რომელიც ორჭოფობს, უთხრას, რომ, აი, ამ პერიოდში დაიკარგა ტერიტორიები. ხელისუფლებას არასწორი პოლიტიკა აქვს და რუსებს აძლევს საშუალებას, რომ საკუთარი გაუთვლელი განცხადებები საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენონ. ეს ყველაფერი არჩევნებისკენაა მიმართული, ამიტომ ახლა დაიწყეს. ხომ შეეძლოთ, რომ წინა არჩევნებზე გამოეყენებინათ ეს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ადრე არჩევნების მოგება არ უჭირდათ, ახლა კი არჩევნების მოსაგებად გამიზნული სვლებია საჭირო. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში საქართველოს წინააღმდეგაა და რუსეთმაც თქვა, რომ დამნაშავეები არ არის.
„რ.": რატომ ამახვილებენ პოლიტიკური პარტიები უფრო მეტ ყურადღებას საგარეო პოლიტიკაზე, ვიდრე საშინაოზე?
ი.კ: ხელისუფლებას საშინაო ვითარებაზე სათქმელი არაფერი აქვს. ვერ იტყვიან, რომ ოქტომბრიდან 2030 წლამდე რაღაც კარდინალური ცვლილებების მოხდენას შეძლებენ. იქამდე კიდევ 5 წელია და მოსახლეობას ის კი არ აინტერესებს, რა იქნება 2030 წელს, მათთვის მნიშვნელოვანია დღეს, ხვალ და 1 წელიწადში რა მოხდება. ამიტომ ამ სიტუაციაში „ოცნების" პოლიტიკა დუმს. რაც შეეხება ოპოზიციას, მათი დუმილის მიზეზი არის ის, რომ სოციალური პოლიტიკა ასე მარტივად განსახორციელებული არაა.
მე „ქართულ ოცნებას" გავახსენებ, როცა ისინი მოდიოდნენ, თქვეს, რომ 100 საწარმოს გააკეთებდნენ. ეს საწარმოები უნდა ყოფილიყო მთლიან საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით, თუმცა არ განხორციელდა. რადგან პროექტი ჩავარდა, ეს იმას ნიშნავს, რომ სოციალური მდგომარეობა, დასაქმების საკითხი ვერ მოგვარდა, რადგან წესით ამის საშუალებით ბევრი ადამიანი დასაქმებოდა და ემიგრანტებიც დაბრუნდებოდნენ.
ამ ხნის მანძილზე არაფერი გაკეთებულა, იშვიათი შემხვევების გარდა. თუ სადმე რამე არის, გვითხრან. საქართველო ახლა ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა? რა თქმა უნდა, არა. რომ გადავხედოთ უფრო აგრარულია, ალაგ-ალაგ ვითომ კეთდება რაღაცები. იტყვიან ახლა ეს ხო გაკეთდა კერძო მესაკუთრეების მიერო, მაგრამ ის აკეთებს თავის ჯიბისათვის, გარკვეული ჯგუფისთვის, მაგრამ მთლიანობაში ხალხისთვის არა. ეს სახელმწიფოს მოვალეობაა. ჩვენ განვითარებული ქვეყნისკენ კი არ გავიწიეთ, არამედ განვითარებად ქვეყნად დავრჩით.
ვერც დღევანდელი მთლიანი ოპოზიცია ვერ იტყვის, რომ შექმნის საწარმოებს, რადგან ეს მარტივი საქმე არაა. ამიტომ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი ამბობს, რომ „ჩვენი გზა არის ამერიკისა და ევროპისკენ და მათი დამხარებით უნდა შევქმნათ ყველაფერი", მაგრამ კონკრეტულად ვერ საუბრობენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



