რეზონანსი
(01.08.2024)

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. მან ფინალში იაპონელი საშირო მურაო დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. მისმა მეგობარმა და ასევე ნაკრების წევრმა, ძიუდოისტმა გიორგი სარდალაშვილმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც თქვა, რომ თუ ლაშა გაიმარჯვებდა, შვილს მის სახელს დაარქმევდა.

„ღმერთს შევპირდი, რომ თუ ლაშა მოიგებდა შვილს მის სახელს დავარქმევდი…“, – აღნიშნა მან.

 მის მეუღლესთან ერთად ჩაწერილ ვიდეოში სპორტსმენი ამბობს, ის ასრულებს დაპირებულ პირობას და მის შვილს ლაშას დაარქმევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე