რეზონანსი
(31.07.2024)

აქაური ოპოზიცია არც რევოლუციონერებად უქნია ღმერთს და არც პოზიციონირებად, აგერ მოვა ოქტომბერი და მათ მორიგ ჩირგვებში გადამალვას კიდევ ერთხელ ვნახავთ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე წერს.

„მელას ის ელანდებოდა, რაც ესიზმრებოდაო, ქართულ ოპოზიციაზეა ზედგამოჭრილი. ეტყობა ილიმპიადა მოწყინდათ და ვენენსუელას ამბებზე გადაერთვენ. ან ნორმალურ ადამიანს ყველაზე ცუდ სურვილშიც კი როგორ უნდა გსურდეს, იქაური სიტუაციის აქ გადმოტანა.

ქვეყანა არის სამოქალაქო ომის ზღვარზე, უკვე მესამე დღეა მიმინარეობს საპროტესტო გამოსვლები. დედაქალაქ კარაკასში არბევენ ყველაფერს, ცეცხლი უკიდია სატრასპორტო საშუალებებს და შენობებს, დაღუპულია 11 მომიტინგე, ხოლო 700 მეტი დაკავებულია. პოლიციასტან შეტაკებები მიმდინარეობს ჩვენთვისაც კარგად ნაცნობი მოლოტოვის კოქტეილების და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებითაც კი. სიტუაცია უმართავი შეიძლება გახდეს და ქვეყანა სამოქლაქო ომის ქარცეცხლში შეიძლება გადაიჩეხოს

საქართველოსთან შედარება არის არარელევანტური, როგორც ეკონომიკური ისე წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ მადურო დაჰპირდა სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს, არ დაუშვეს მთელი რიგი საერთაშორისო დამკვირვებლები, ხოლო არჩევნებამდე დააკავეს ოპოზიციის ლიდერები, ოპოზიციის მთავარ ლიდერ გუარდადოს, რომელიც ქვეყნის გარეთ არის გაქცეული, კენჭისყრა აეკრძალა.

ამასთან, დაბლოკილია მედია საშუალებები და საზღვარგარეთ ვენესუელელებს ძირითადად არ შეეძლოთ ხმის მიცემა. ამასთან, მადუროს მთავრობას არალეგიტიმურად ცნობენ უკვე 8 წელია და გუარდადოს მთავრობაც კი არის შექმნილი, უცხოეთში უკვე რამდენი წელია.

ვენესუელას ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაშია. საქართველოსთან მარტო გლობალური რეიტინგების შედარებაც კმარა. ვენენსუელას სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კარგა ხანის C კატეგორიაშია, ნეგატიური პერსპექტივით, როცა საქართველოს რეიტინგია BB სტაბილური პერსოექტივით, ხოლო სხვა რეიტინგები ქვეყნების მიხედვით 177-200 -ის ფარგლებშია, მაშინ როდესაც ჩვენ არა თუ ევროპაში და რეგიონში ბოლო წლების პროგრესით ვართ ლიდერი ქვეყანა, არამედ მსოფლიო დონით 30-45 ქვეყანას შორის გავდივართ, ხოლო ცალკეული რეიტინგით სულაც ათეულში.

საქართველოში საშუალო ხელფასი მინიმუმ 30 ჯერ აღემატება, რაც ვენენსუელაშია. ვენენსუელაში ინფალაცია გასულ წელს 193 % იყო, უმუშევრობა 45 %, ვენესუელა განიცდის სასიცოცხლო მნიშვნელობის საქონლის ქრონიკულ დეფიციტს და მზარდი ინფლაციას, ხოლო ხელმისაწვდომი საქონელი ძალიან ძვირია ადამიანების უმეტესობისთვის, ამიტომ ძალიან მაღალია მიგრაცია, რაც მილიონებს უბიძგებს გაქცევისკენ, მათ შორის აშშ-ში.

ექსპერტები მიუთითებენ, რომ ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი, გამოწვეულია საერთაშორისო იზოლაციით და ნავთობის ფასის ვარდნით, რაც არის მთავარი საექსპორტო საქონელი ვენესუელასთვის, რადგან შერწყმულია ქრონიკულ კორუფციასთან და არასწორ მენეჯმენტთან.

მართალია, მადურო ოფიციალურად უკვე დასახელდა გამარჯვებულად ქვეყნის საარჩევნო ორგანოს მიერ - ოპოზიციამ უარყო შედეგები და სხვა ლათინური ამერიკის ლიდერებმა უარი თქვეს მისი გამარჯვების აღიარებაზე, რომლებსაც მადურომ ვაშინგტონის მარიონეტები უწოდა.

მიუხედავად კრიტიკული სიტუაციისა, მადურო ამჯერადაც შეიძლება გადარჩეს. გარდა იმისა, რომ მას უკვე მიულოცეს გამარჯვება ბრიქსის ქვეყნებმა, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ვლადიმერ პადრინო ლოპესმა საპროტესტო აქციებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა უწოდა და თქვა, რომ შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს „აბსოლუტური ლოიალობა და უპირობო მხარდაჭერა" პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მიმართ.

რაც შეეხება აქაურ ოპოზიციას, ესენი არც რევოლუციონერებად უქნია ღმერთს და არც პოზიციონირებად, აგერ მოვა ოქტომბერი და მათ მორიგ ჩირგვებში გადამალვას კიდევ ერთხელ ვნახავთ!

ვენენსუელასთან ამ შედარებაშიც და მათ დათქმულ სურვილებშიც კარგად ჩანს, რომ სრულად არიან აცდენილი რეალობას, აქ რა სცენარის გათამაშებაც არ უნდა სცადონ, მათ შორის არჩევნების შედეგების არ ცნობის, მაინც არაფერი გამოუვათ, რადგან ვერანაირი გარე მხარდაჭერა ვერ გიშველის თუ ქვეყნის შიგნით არა გაქვს მყარი საყრდენი", - წერს სოციალურ ქსელში გიორგი ცუცქირიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე