სწავლასთან ერთად მოზარდის განვითარებაზე ზრუნვა ფუფუნების საგანი გახდა
ირმა ჩიტაია
(29.07.2024)

საქართველოში სკოლის ასაკის ბავშვების მხატვრულ, სპორტულ და შემეცნებით წრეებში სიარული ძნელად ხელმისაწვდომია. ოჯახებს უჭირთ შვილებს სურვილები აუხდინონ. იმის ნაცვლად, რომ წლიდან-წლამდე მდგომარეობა შემსუბუქდეს, უფრო და უფრო მწვავდება. ფაქტია, სკოლის მოსწავლებიის აბსოლუტური უმრავლესობა ამ შესაძლებლობას მოკლებულია.

არც სახელმწიფო და არც განათლების სისტემა რეალურად არაფერს აკეთებს პრობლემის დასაძლევად. განა მარტო ყოველთვიურ გადასახადზეა საუბარი, დამატებითი ხარჯეც, რომელიც ამა თუ იმ წრეებს ახლავს თან, ოჯახებისთვის დიდი ტვირთია. ძვირია ინვეტარები, სპორტული ფორმები, გასვლები და ა.შ. შეკრებებში ერთი ბავშვის გაშვების ხარჯი 1000 ლარს ცდება. მოკლედ, სწავლასთან ერთად მოზარდის განვითარებაზე ზრუნვა ფუფუნების საგანი გახდა. ის, რაც ამ კუთხით საქართველოში ხდება სრულიად გაუგონარია.

ბავშვის აღზრადა-განათლებისთვის კლასგარეშე წრეების აუცილებლობაზე და მის ხელმისაწვდომობაზე ისაუბრა აკადემიკოსმა ზურაბ ვახანიამ და განაცხადა, რომ ჯანსაღი თაობების არსაზრდელად მსგავსი წრეები აუცილებელია. ამისთვის კი საჭიროა სახელმწოფომ ყველა ღონეს მიმართოს, მოიძიოს დამატებითი სახსრები და ხელი შეუწყოს ოჯახებს პრობლემის დაძლევაში.

„სამწუხაროდ, ყველა წრეზე და დამატებით ღონისძიებებზე მოსწავლეების ტარება იმთავითვე ძვირია. ზოგიერთი სკოლის ბაზაზე არის წრეები, ისიც მწირი და ხელმიუწვდომელია. მათი არარსებობის მიზეზი ისაა, რომ საქართველოში ნეოლიბერალისტური ეკონომიკაა გაბატონებული. დღეს კომერციად იქცა ყველაფერი. როგორ შეიძლება ბავშვის აღზრდა-განათლება კომერციამდე იყოს დაყვანილი?! როდესაც მიდგომაა ასეთია, იქ კარგი არაფერი ხდება. პრობლემა უთვალავია. საზოგადოებამ უნდა შეიგნოს, რომ ბავშვის აღზრდაზე დაზოგილი თითოეული ლარი უკან ასმაგ ზარალად გვიბრუნდება, როდესაც ბავშვი კარგად ვერ აღიზრდება. ხედავთ, რომ მოზარდებში გაბატონებულია კრიმინალი, ათასნაირი უბედურება, გადახრა და რომელი ერთი ჩამოვთვალო.

უნდა გაიაზროს ყველამ, რომ აღმზრდელობითი თვალსაზრისით სკოლაზე მეტად მნიშვენლოვანია ბავშვების სხვადასხვა წრეებში სიარული. ერთია, რომ ბავშვს უნდა და აინტერესებს, მეორეა ის გარემოება, რომ მისი აღზრდისთვის, საზოგადოების ჯანსაღ ნაწილად ჩამოყალიბებისათვის კლასგარეშე წრეებს დიდი მნიშვნელობა აქვს. სამწუხაროდ, სახელმწიფოს მხრიდან გვაქვს საკითხის უგულვებელყოფა. ამ კუთხით, საჭიროა განათლების სამინისტროს მიეცეს ხელსეწყობა და მიზნობრივი დაფინანსება. მოკლედ, სამთავრობო დონეზე უნდა მოხდეს საკითხის გადაჭრა. ეს შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებსაც. წრეებს იმდენად დიდიდ დატვირტვა აქვს, რომ, ხშირ შემთხვევაში, უმჯობესია მოზარდი სწორედ იქ დადიოდეს, ვიდრე სკოლაში", - განაცხადა ზურაბ ვახანიამ „ბიზნეს რეზონანსთან".

პრობლემა მხოლოდ წრეების ხელმიუწვდომლობა არაა. ვახანიას თქმით, ხშირ შემთხვევაში მწვრთნელებს ბავშვებისადმი მცდარი და არასწორი მიდგომა აქვთ. უფრო მეტიც, უმეტესწილად ფინანსებზე არიან ორიენტირებული და ავიწყდებათ სწორი მიდგომები.

„ცალკე საკითხია წრეებში არსებული პრობლემები. ხშირია მწვრვნელების მცდარი მიდგომა ბავშვებისადმი. ავიწყდებათ, რომ მათი მთავარი პრინციპი ბავშვის ინკლუზიური აღზრდა და სწორი მიდგომა უნდა იყოს. სამწუხაროს, ნებისმიერი მწვრთნელი ფიქრობს რაც შეიძლება მეტი ფული მიიღოს, ეძებოს მომავალი ჩემპიონი და ა.შ. სინამდვილეში წრე იმისთვის იხსნება, რომ ბავშვები მასობრივად, მრავალმხრივად გაიზარდნონ. მწვრთნელი ნახევარ მაქსიმუმ, წელიწადში ხვდება რამდენად ნიჭიერია ესა თუ ის ბავშვი. ძირითადი ყურადღებაც მასზე გადააქვს. სუსტთან აღარ ეხალისება მუშაობა. მას უნდა ესმოდეს, რომ მისი დანიშნულება ბავშვების აღზრდაა და არა მომავალი ჩემპიონის მომზადება."- განაცხადა ვახანიამ „ბიზნეს რეზონანსთან" საუბრისას.

კარგი ზოგადი განათლების მისაღებად და ჯანსაღი საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად უფასო წრეების აუცილებლობაზე ისაუბრა სასკოლო კვლევების ცენტრის მკვლევარმა მუხრან გულიაშვილმაც და როგორც განმარტმა, განათლების მიზანი უნდა იყოს ის, რომ ბავშვმა ეძიოს თავისი ნიჭი და იპოვოს.

„ვფიქრობ, რომ თუ გვინდა გვქონდეს კარგი ზოგადი განათლება სხვადასხვა სახის შემეცნებით და სპორტული წრეები უფასო უნდა იყოს. ესეც განათლების ნაწილია. მიზანი განათლების უნდა იყოს ის, რომ ბავშვმა ეძიოს თავისი ნიჭი და იპოვოს. ყველას განსხვავებული ნიჭი აქვს. ზოგს სპორტის, მათემატიკის, ცურვის, ხელოვნების და ა.შ. მარტო საგნების სწავლა არასწორად მიმაჩნია. აუცილებელია, სხვადასხვა წრეები სახელმწოფოს მხრიდან ფინანსდებოდეს. ამის შესაძლებლობა ბიუჯეტს გააჩნია. დღეს განათლებაში 2 მილიარდამდე იხარჯება და შედეგი ნულის ტოლია. „ოპიზას" ბოლო კვლევამ სრული კატასტროფა აჩვენა. ამიტომაც, საჭიროა და აუცილებელია სწორად უნდა მოხდეს ამ ფულის რეალიზება.

სამწუხაროდ ხარჯი საკმაოდ დიდია. საშუალო შემოსავლიანი ოჯახისთვისაც კი რთულია ბავშვი ატაროს ამა თუ იმ წრეზე. ბავშვს შეიძლება სასკოლო საგნებში არა აქვს ტალანტი, მაგრამ სხვა კუთხით ნიჭიერი იყოს. ასეთ მოზარდს სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა და დახმარება სჭირდება.

სულ სხვა თემაა, მაგრამ ექსკურსიებიც კი არასწორადაა დაგეგმილი. მას სასწავლო ტურის სახე უნდა ჰქოდეს და ბავშვებმა საკუთარი ქვეყნის გაცნობა მოახერხონ. დღეს, სამწუხაროდ, ქეიფის დონემდე დაიყვანეს. წრეები და სხვადასხა სემეცნებით პროგრამები მოზარდსსწორ გზაზე აყენებს. ამით შემცირდება კრიმინალი, ადიქცია სხვადასხვა ნარკოტიკზე და ა.შ. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ განათლება და სისტემა არაა ნორმალური. დღეს სხვა ხედვაა საჭირო. შვიდი წელია რეფორმას ატარებენ და ახლა აცხადებენ, რომ თურმე ცუდი ყოფილა.

ამ გადასახედიდან, ვფიქრობ უკვე სერიოზულად რამის გაცხადება და თქმა სასაცილოც კია. მცოდნე ადამიანების ხელში უნდა იყოს სისტემა. სამწუხაროდ, არ იციან რა ხდება განათლების სისტემაში. მილიონობით ხარჯია ტრენინგებზე გაწეული და 10 წელის უკან არსებულ სისტემაზე უარესი შედეგი იქნა ნაჩვენები. სრული კრახი აჩვენა განათლების სისტემამ. შედეგიც ხომ სახეზე გვაქვს", - განაცხადა „ბიზნეს-რეზონანსთან" მუხრან გულიაშვილმა.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით წუხილს არც მშობელი მალავენ და აღნიშნავენ, რომ დღითიდღე უძნელდებათ შვილების შემეცნებით თუ სპორტულ წრეებში ტარება. მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ ყოველთვიური გადასახადის გარდა, რომელიც წრეების მიხედვით 60-დან 100-ლარამდე და ზოგჯერ მეტიცაა, თან ერთვის დამატებითი ხარჯები ინვეტარებისა თუ სახვა საჭიროების მიხედვით. ძვირია გასვლებიც და მთლიანობაში ხარჯი საკმაოდ დიდია.

მარიანა გიორგაძე, ორი შვილის დედა, აღნიშნავს, რომ მათი ოჯახისთვის მოზარდების განათლება და დამატებით წრეებზე სიარული სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ბავშვების სურვილის დაკმაყოფილებას მხოლოდ, ნაწილობრივ ახერხებენ.

„ჩემი შვილები საჯარო სკოლაში დადიან. მიწევს დამატებით რეპეტიტორთან ვატარო. პარალელურად, ვცდილობ მათი ინტერესები შეძლებისდაგავრად დავაკმაყოფილო და დამატებით წრეებზე ვატარო. ბიჭს ფეხბურთი აინტერესებს, გოგოს - ბალეტი. ამას ჩემი ხელფასის 40% ეწირება. ჩვენთვის ეს დიდი ხარჯია. მათ აქვთ სურვილი კიდევ სხვა წრეებში იარონ, თუმცა ვერ ვახერხებთ. კარგი იქნება, რომ სკოლის ბაზაზე არსებობსდეს სპორტულ-გამაჯანსაღებელი წრეები, ხატვის გაკვეთილები, ჭადრაკი და ა.შ. რომლებიც ნებისმიერ მოზარდს მისცემს იმის საშუალებას, გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობა და უნარი. პრობლემას თან ერთვის განათლების ხარისხი.

საჯარო სკოლების არ იძლევა იმის საფუძველს, რომ შვილს დამატებით რეპეტიტორი არ აუყვანო. ირგვლივ არიან მშობლები, რომლებიც ერთ წრეზეც ვერ ახერხებენ სიარულს. სოციალურად დაუცველებზე არის გარკვეული პროგრამები, მაგრამ სხვებმა რა დავაშავეთ. ყველას მოზარდს აქვს ოცნება და ყველა ეცდება სურვილის ახდენის შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვას, თუ ასეთი რამე გამოჩნდება", - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს" მარიანა გიორგაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე