
პოლიტიკურ ველზე სამი ოპოზიციური ცენტრი უკვე გამოიკვეთა, თუმცა მოლაპარაკებები ისევ გრძელდება და საბოლოო შედეგი 30 აგვისტომდე გახდება ცნობილი. რაც შეეხება „ოცნებას", მათთან ერთად საერთო სიით „ხალხის ძალა" წარდგება. აღნიშნული კონფიგურაციების ფონზე რა მოლოდინი უნდა გვქონდეს არჩევნებზე და რამდენად მომგებიანი იქნება პოლიტიკური ცენტრების შექმნა?
ანალიტიკოსების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ოპოზიციიდან მხოლოდ „ნაცმოძრაობა" გადალახავს 5%-იან ბარიერს, ასევე „ლელოსა" და „გახარია საქართველოსთვის" გაერთიანებას ექნება შანსი.
„სოციოლოგიური კვლევების გარეშე ანალიზი გამიჭირდება, მაგრამ პოლიტიკური ცენტრების შექმნა კარგია, რადგან ხმების დაკარგვა მაქსიმალურად შემცირდება", - აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან".
ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით კი, ოპოზიციიდან მხოლოდ „ნაცმოძრაობას" აქვს ბარიერის გადალახვის შანსი, ასევე „ლელოსა" და გახარიას შესაძლო გაერთიანებას.
„ოცნება" დამაჯერებლად გაიმარჯვებს, „ნაცმოძრაობა" ბარიერს გადალახავს. ასევე, თუ ხაზარაძე და გახარია გაერთიანდნენ, ესეც მესამე პატარა ძალა იქნება პარლამენტში. ოპოზიცია ასეთი პოზიციონირებით ხელისუფლებას ვერაფრით დაამარცხებს და ტყუილად აქვთ იმედები".
პოლიტიკური ერთიანობის ჩამოყალიბება ოფიციალურად გააფორმეს „ლელომ", ანა დოლიძის პარტიამ „ხალხისთვის" და ახლად დაფუძვნებულმა პლატფორმა „თავისუფლების მოედანმა", „ახალი", „დროა" და „გირჩი" 4 ნომრით წარსგება არჩევნებში, „ნაცმოძრაობის" სახელი "ერთიანობა" იქნება და საარჩევნო ბიულეტინზე 5 ნომრით ჩაიწერება. ამასთანავე, „პატრიოტთა ალიანსი" და ალტ-ინფო ერთად იქნებიან.
გია აბაშიძის აზრით, პოლიტიკური ცენტრების შექმნა ოპოზიციისთვის წამგებიანია. როგორც იგი აღნიშნავს, არც „პარტიოტთა ალიანსის" და ალტ-ინფოს გაერთიანებას არ აქვს შანსი.
„პოლიტიკური ცენტრების შექმნა ოპოზიციისთვის ძალიან წამგებიანია და ისინი ძალიან ზერელედ უყურებენ 5%-იან ბარიერს.
მამუკა ხაზარაძე 0%-იან ანა დოლიძეს შეიერთებს, თუ რაღაც გაუგებარ პარტიას ეს მას მოგებას არ მოუტანს. ასევე, ძალიან ტრაგიკომიკურია ნიკა გვარამიას მხრიდან მტკიცება, რომ თურმე რუსეთთან სავაჭრო ეკონომიკური კავშირები საქართველოსთის მომგებიანია, როდესაც საზოგადოებას ახსოვს, თუ როგორ აგინებდა ქართველ ფერმერებსა და მეღვინეებს.
იქიდან გამომდინარე, რომ „ნაცმოძრაობაში" მიხეილ სააკაშვილია, ის აუცილებლად გადალახავს ბარიერს. რაც შეეხება პოტენციურ, ახალ ასპარეზზე გამოსულ ცენტრებს მე ვერ ვხედავ, რომ ისინი გადალახავენ. შესაძლოა გიორგი გახარია პოტენციურად მამუკა ხაზარაძის ალიანსს შეუერთდეს და გამორიცხული არაა ამ შემთხვევაში გადალახოს, მაგრამ ცალკე ვერა, ასევე ცალკე მდგომი „ევროპული საქართველო". თამარ ჩერგოლეიშვილს დიდი იმედგაცრუება ელოდება წინ, ისევე, როგორც წინაზე მოხდა. გიგა ბოკერიას სახელის გაგონება კი, არავის უნდა, მათ შორის არც „ნაცმოძრაობას".
რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ალტ-ინფო და „პატრიოტთა ალიანსის" გაერთიანებას ეჭვის თვალით ვუყურებ. თავის დროზე მათთვის მომგებიანი იყო, როცა ‘შუაშისტური" პოზიცია ეჭირათ, თუმცა „ოცნების" ლანძღვა-გინებაში იმდენად შორს წავიდნენ, რომ ეს მათ რეიტინგზე უარყოფითად აუცილებლად იმოქმედებს. პოტენციურ ველზე სხვა ვერავის ვხედავ", - აცხადებსგია აბაშიძე „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



