ელზა პაპოშვილი
(12.07.2024)

რას ემსხვერპლა 17 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე? ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევის საქმეზე გამოძიება გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო. ახლა სწორედ გამოძიებამ უნდა გასცეს მთავარ კითხვას პასუხი, იყო თუ არა ადგილზე, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა, უსაფრთხოების ნორმები დაცული. 

17 წლის ბიჭი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის სახურავიდან ჩამოვარდა, სადაც ნათესავთან ერთად გამაგრებით სამუშაოებს ასრულებდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ბიჭს, სავარაუდოდ, ფეხი დაუცდა, თავის შეკავება ვერ შეძლო და მეოთხე სართულიდან გადმოვარდა.

საერთო საცხოვრებლის ოთხსართულიან კორპუსში მიმდინარეობს სახურავის შეკეთების სამუშაოები, რომლებსაც ტენდერში გამარჯვებული ერთ-ერთი კომპანია აწარმოებს. უნივერსიტეტის ინფორმაციით, დაღუპული კომპანიას წარმოადგენდა. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა სამუშაოს ასრულებდა ის ან რა მიზნით იმყოფებოდა შენობაში.  

„შრომის ინსპექციის სამსახური მოსულია და თავიდან ბოლომდე უნდა გაიაროს, თუ რა მოხდა. ზეპირად ვერ ვიტყვით, რა მოხდა, უნდა გავიაროთ ყველაფერი“, - განაცხადა შენობის ადმინისტრატორმა.   

რაც შეეხება თვითმხილველებს ისინი ამბობენ, რომ ბიჭი სახურავზე ნათესავთან ერთად იყო. ვარაუდობენ, რომ მას ფეხი დაუცდა და ჩამოვარდა. 

„საშინელება მოხდა. სახურავის სარემონტო სამუშაოები მიდიოდაო. ბიჭი ახლობელთან ერთად ყოფილა. 17 წლისაა. სავარაუდოდ, ფეხი დაუცდა და ჩამოვარდა. უმძიმესი ამბავია, ბავშვი ადგილზევე დაიღუპა“, - თქვა თვითმხილველმა.

სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დას ირაკლი ირემაძე უკვე გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდა.

ტრა­გე­დია ლე­ო­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტთა სა­ერ­თო სა­ცხოვ­რებ­ლის სა­ხუ­რა­ვის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სას მოხ­და. სა­მუ­შა­ო­ებს ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია “ალი­გა­ტო­რი-1” აწარ­მო­ებ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის ნა­თე­სა­ვი იყო სწო­რედ და­ღუ­პუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი.        

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე