რეზონანსი
(02.07.2024)

რიკოთზე 2 დღის წინ საზარელ ავარიაში დაღუპულები ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან არიან. უმძიმესმა კადრებმა ინტერნეტი მოიცვა. ტრაგიკულად დაღუპულ ზაალ კვინიკაძესა და შოთიკო თურმანიძეს ახლობლები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან.

„სულის სიმწარე ხარ, ძმაო... ტკივილი რომელიც არასდროს განელდება” – წერს გარდაცვლილი ზაალ კვინიკაძის და სოციალურ ქსელში.

“ეს რა გამიკეთე, ვერ უძლებს გული, ვერა” – წერს გარდაცვლილი შოთიკო თურმანიძის მეუღლე.

ავარიაში მესამე მგზავრიც დაშავდა და მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე