რეზონანსი
(26.06.2024)

ზუკა ხუციშვილსა და მის მეუღლეს პირველი შვილი შეეძინათ. ზუკამ ვაჟს მამის სახელი, გიო დაარქვა.

დავით დავარაშვილის კლინიკამ ახლახან პატარა გიოს ფოტო დადო:

„დაიბადა პატარა გიო ხუციშვილი. მთელი კლინიკის სახელით ვულოცავთ მშობლებს, პატარა გიოს კი, ჯანმრთელობას და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ!.."

როგორც ფოტოდან ჩანს, ზუკა ხუციშვილი მეუღლის მშობიარობას დაესწრო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე