„ეს არის წერეთელზე გადაღებული დღეს, არ ჰგავს?" - ნახეთ, რა ფოტოს აქვეყნებს დაკარგული პროფესორის ცოლი
რეზონანსი
(21.06.2024)

„ხალხო, ეს არის წერეთელზე გადაღებული. დღეს. არ ჰგავს? რაღაც ვამსგავსებ ძალიან", - წერს დაკარგული პროფესორის ცოლი ირმა მალაციძე.

მესამე დღეა, რაც თბილისში ილიაუნისა და საპატრიარქოს უნივერსიტეტის პროფესორს, გიორგი გახელაძეს, ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა მეუღლემ, ირმა მალაციძემ, გაავრცელა.
სამძებრო საქმიანობაში სამართალდამცველებიც ჩაერთნენ, თუმცა აქამდე მის შესახებ ოჯახს არანაირი ინფორმაცია არ აქვს. როგორც გახელაძის მეუღლე ამბობს, 19 ივნისს გიორგი გახელაძე უნივერსიტეტში აპირებდა წასვლას, მანქანით გაჩერებამდე ჩაიყვანა, იქ დატოვა და მას შემდეგ არაფერი გაუგია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


