რეზონანსი
(20.06.2024)

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. გოგონა კვლავ რჩება აპარატზე და მისი მდგომარეობა დინამიკაში სტაბილურია.
გოგონას ჯანმრთელობის გაუმჯობესების შესახებ ინფორმაცია არასრულწლოვანის დედამ სოციალურ ქსელში გაავრცელა:
„მეორედ დაბადების თუ გჯერათ?
კი, ჩვენ მეორედ დავიბადეთ!
მადლობა სამყაროს შენთვის, შენი სიცოცხლისთვის და ჩვენი ძველებურად სუნთქვისათვის.
ანამარიააა, საოცარი ხარ დედიკო“ - დაწერა სალომე ინაიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


