
ტელეკომპანია „იმედი“ ჟურნალისტმა, თიკო ფეიქრიშვილმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად წამყვანმა დაადასტურა. იგი ტელევიზიაში 1-ლი ივნისიდან აღარ მუშაობს. თიკო ფეიქრიშვილს გადაცემა „იმედის დღე“ მიჰყავდა. „იმედის დღე“ მაისში კიდევ ერთმა წამყვანმა ეკატერინე ამირეჯიბმა დატოვა.
ამირეჯიბთან ერთად გადაცემა „იმედის დილა“ წამყვანებმა, ზურაბ ბალანჩივაძემ და ნათია ორველაშვილმა დატოვეს.
მათ მაგივრად, „იმედის“ გადაცემების წამყვანები ვასიკო ოდიშვილი და ირინა ბათიაშვილი გახდნენ.
ტელეკომპანია „იმედი“ გუშინ ჟურნალისტმა თამარ შარიქაძემაც დატოვა. მან ტელევიზიიდან წასვლის მიზეზად დაასახელა:"მეტი კონკრეტიკისთვის, ჩემი უშუალო ხელმძღვანელი ჩემგან ითხოვდა ისეთი სიუჟეტის მომზადებას, რომელიც აუცილებლად ძალადობას წაახალისებდა".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



