რეზონანსი
(09.06.2024)

ბანკეტების სეზონია და ინტერნეტსივრცეში ძალიან პოპულარული გახდა ვიდეო, როგორ ისვრიან მოსწავლეები ცაში საყვარელ პედაგოგს. ვინ აღმოჩნდა პედაგოგი, რომლის მიმართაც, ბავშვები განსაკუთრებულ სიყვარულს იჩენენ ყოველთვის და როგორც ერთ-ერთმა მშობელმა აღნიშნა - "მთელი ბანკეტის განმავლობაში ლამის სულ ხელით დაატარებდნენ“.

ეს ქალბატონი 139-ე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ლია ჯანიაშვილია, რომლის სადამრიგებლო კლასმაც წელს დაამთავრა სკოლა. ქალბატონმა ლიამ "mshoblebi.ge"-ს ასეთი რა უთხრა:

„ამ საოცარ ბავშვებთან ერთად გავატარე ულამაზესი რვა წელი. ჩვენი ურთიერთობა საკლასო ოთახში დაიწყო, მაგრამ ძალიან მალე მის საზღვრებს გასცდა. მე მათი უფროსი მეგობარი და მესაიდუმლე გავხდი, ისინი კი - ჩემი. ერთად ვგეგმავდით სასკოლო თუ კლასგარეშე აქტივობებს, ვითვალისწინებდი მათ რჩევებს, უნარებს. ნელ-ნელა ვიქეცით ერთ დიდ ოჯახად, რომელსაც სკოლის დამთავრებაც ვერ დაშლის. წარმატებას ვუსურვებ მათ და მაბედნიერებს თუთოეული მათგანი".

mshoblebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე