რეზონანსი
(05.06.2024)

გვერდი „ქუთაისელები“  სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ირკვევა, ქუთაისში პატარა ფეხბურთელი 8 წლის შოთიკო ჭელიძე გარდაიცვალა

"შოთიკო, მაგარო ბიჭო, ღმერთმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი.  შენ ყოველთვის ჩვენს გულში იქნები. 

კლუბის სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახს" - აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც კომენტარებში წერენ, ბავშვი უცებ ცუდად გახდა და საავადმყოფოში რომ წაიყვანეს, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე