რეზონანსი
(04.06.2024)

მსა­ხი­ობ­ი ნინო მუმ­ლა­ძე სულ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, დედა გახ­და. ის მკი­თხველს ამ სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე­ზე ესა­უბ­რა:

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბავ­შვის მოვ­ლა ძა­ლი­ან დამ­ღლე­ლია, ეს მა­ინც შე­უ­და­რე­ბე­ლი გან­ცდაა! სხვა დე­დე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბულს ვე­რა­ფერს ვი­ტყვი: ბავ­შვის ერთი ჩა­ხუ­ტე­ბა გა­და­წო­ნის ყვე­ლა იმ სირ­თუ­ლეს, რო­მე­ლიც პა­ტა­რას მოვ­ლას ახ­ლავს თან. რაც მთა­ვა­რია, მშო­ბი­ა­რო­ბამ კარ­გად ჩა­ი­ა­რა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 39 წლის ვარ და ჩემ­თვის ეს პირ­ვე­ლი მშო­ბი­ა­რო­ბა იყო, არა­ნა­ი­რი გარ­თუ­ლე­ბა არ მქო­ნია. მთა­ვა­ზობ­დნენ, სა­კე­ის­რო კვე­თა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, მაგ­რამ არა­ვის და­ვუ­ჯე­რე და ამის გამო ჩემი ექი­მი ძა­ლი­ან მა­ქებს - სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეო.

სა­ხე­ლად უცხო სა­ხე­ლი - რონი და­ვარ­ქვით. მე და ჩემი მე­უღ­ლე ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვფიქ­რობ­დით და ვერ ვთან­ხმდე­ბო­დით, ბევ­რი ვერ­სია გვქონ­და, მაგ­რამ ბო­ლოს, მა­მი­კომ ასე­თი უცხო სა­ხე­ლი აურ­ჩია. რონი ბრი­ტა­ნუ­ლი სა­ხე­ლია, თუმ­ცა ის­რა­ელ­შიც ბევ­რს ჰქვია. იმე­დი მაქვს, რომ ჩემი პა­ტა­რა ისე­თი­ვე გა­მორ­ჩე­უ­ლი იქ­ნე­ბა, რო­გო­რი სა­ხე­ლიც აქვს. ჯერ რამ­დე­ნი­მე დღი­საა, მაგ­რამ სულ აქეთ-იქით იყუ­რე­ბა, ყვე­ლა­ფერს აკ­ვირ­დე­ბა და ისე­თი მი­მი­კე­ბი აქვს, რომ დიდი ადა­მი­ა­ნი გე­გო­ნე­ბა... სამ­შო­ბი­ა­როს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ასე­უ­ლო­ბით ბავ­შვის­თვის მო­უვ­ლი­ათ, გა­ო­ცე­ბით ამ­ბობ­დნენ, რო­გო­რი აზ­რი­ა­ნი თვა­ლე­ბი აქ­ვსო.

ჩემი მე­უღ­ლე მხატ­ვა­რი გუგა გო­გი­ნაშ­ვი­ლია. ძა­ლი­ან უხა­რია, მაგ­რამ მის ხელ­ში აყ­ვა­ნას ვერ ბე­დავს, ეში­ნია, ასე ჰგო­ნია, რომ რა­ღა­ცას და­უ­შა­ვებს. ამი­ტომ, ურ­ჩევ­ნია რონი ჩემ­თან იყოს და ისე ეთა­მა­შოს. თან მე­უბ­ნე­ბა: არ გე­წყი­ნოს, ცოტა რომ წა­მო­იზ­რდე­ბა, მერე მო­გეშ­ვე­ლე­ბიო. სხვა­თა შო­რის, გუ­გამ ჩემს მშო­ბი­ა­რო­ბა­ზეც ძა­ლი­ან ინერ­ვი­უ­ლა, ვე­ხუმ­რე­ბო­დი: მე ვიმ­შო­ბი­ა­რე და ცუ­დად შენ გახ­დი-მეთ­ქი?" - განუცხადა "კვირის პალიტრას" მსახიობმა.

კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე