რეზონანსი
(30.05.2024)

გა­სუ­ლი წლის მი­წუ­რულს, დე­კემ­ბერ­ში, მსა­ხი­ობ ზურა ბე­რი­კაშ­ვილს მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა - ინ­ფარ­ქტის შე­დე­გად მას გული გა­უ­ჩერ­და. ამან ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. პა­ცი­ენ­ტი კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და სე­რი­ო­ზუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის კურსს გა­დი­ო­და ჯერ სა­ქარ­თვე­ლო­ში და შემ­დეგ გერ­მა­ნი­ა­ში.

მსა­ხი­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის ამ­ჟა­მინ­დელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე მისი ოჯა­ხის წევ­რი, მსა­ხი­ო­ბი ნიკო ნა­ნი­ტაშ­ვი­ლი "ამბებს" ე­სა­უბ­რა:

"ზუ­რას მდგო­მა­რე­ო­ბა მე­ტის­მე­ტად მძი­მეა. რი­სიც გვე­ში­ნო­და, ის მოხ­და. ტვი­ნის ვე­გე­ტა­ტი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, ტვი­ნის უფუნ­ქცი­ოდ ყოფ­ნა - სამ­წუ­ხა­როდ, რე­ა­ლუ­რად ეს მდგო­მა­რე­ო­ბაა. ეს არც ვი­ცით, რე­ა­ლუ­რად რამ­დენ ხანს შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს. არა­ნა­ი­რი და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კაც არ არის, ღმერ­თზე ვართ თა­ვი­დან ბო­ლომ­დე მინ­დო­ბი­ლი.

ამ ეტაპ­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით კლი­ნი­კა­შია, მაგ­რამ ალ­ბათ მოგ­ვი­წევს სახ­ლში გად­მოყ­ვა­ნა... კო­მა­ტო­ზუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­ვი­და, მაგ­რამ არა­ნა­ი­რი რე­აქ­ცია არა­ფერ­ზე არ აქვს, მცი­რე ში­ნა­გა­ნი რეფ­ლექ­სე­ბის გარ­და" - განაცხადა ნიკო ნანიტაშვილმა.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე