რეზონანსი
(13.05.2024)

ლექტორი როსტომ ცხვედიანი ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს ეკა ხვედელიძეს მიმართვას. მან "ფორმულას" ეთერში სპეციალური განცხადება გააკეთა: 

„მჯერა, შენს ოჯახში ხმა გაქვს და სიტყვა გეთქმის, ჩააგდე მანდილი სამოქალაქო დაპირისპირებულ მხარეებს შორის... თუ შენ შენს ოჯახში სიტყვა არ გეთქმის და ამ სიტუაციის განტვირთვისთვის ვერაფერს აკეთებ, მაშინ შუშანიკი გაიხსენე... მუხლზე დაჩოქილი გთხოვ, გემუდარები, შვილო ეკა, გააკეთე ის, რაც ქართველ ქალს, რაც ქალბატონი ლუდას და ფედიას შვილს ეკუთვნის“, - განაცხადა როსტომ ცხვედიანმა "ფორმულას" ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე