რეზონანსი
(15.04.2024)

„გირჩი მეტი თავისუფლების" წევრი, ცოტნე კობერიძე აქციაზე, პოლიციელებს დაშლისკენ მოუწოდებს.

„მივმართავ პოლიციელებს, გთხოვთ დაიშალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გადავუვლით", - აცხადებს ცოტნე კობერიძე.

რადიკალური ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ორგანიზებით პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება. შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს აპროტესტებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე