რეზონანსი
(18.03.2024)

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ისრაელი ღაზაში შიმშილის პროვოცირებას ახდენს და შიმშილს ომის იარაღად იყენებს.

"ღაზაში ჩვენ აღარ ვართ შიმშილის ზღვარზე, ჩვენ ვართ შიმშილის მდგომარეობაში, რაც გავლენას ახდენს ათასობით ადამიანზე", - განაცხადა ბორელმა ბრიუსელში ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

"ეს მიუღებელია. შიმშილი გამოიყენება როგორც ომის იარაღი. ისრაელი შიმშილის პროვოცირებას ახდენს", - აღნიშნა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე