რეზონანსი
(18.03.2024)

ქუთაისელი გიორგი გუბელაძე, რომელიც საახალწლო დღეებში ყველას ახალისებლდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა:

„სამწუხაროდ ყველასთვის მოულოდნელად, ჩვენს დიდ ოჯახს უმაგრესი ადამიანი, სული და გული კაცი გიორგი გუბელაძე გამოაკლდა.

ვუსამძიმრებთ გიორგის ოჯახს, ახლობელ ადამიანებს და ვუსურვებთ გამძლეობას.

მშვიდად განისვენე გუბელ, ყოველთვის ჩვენს გულებში იქნები ჩვენო ძმაო...“ – წერენ სოციალურ ქსელში. 

გიორგი გუბელაძე ახალი წლის დღეებში, სანტას ფორმით, ველოსიპედით ქალაქში დადიდოდა და მოქალაქეების განწყობაზე ზრუნავდა. გიორგი გუბელაძე საავადმყოფოში მძიმე სენის შედეგად გარდაიცვალა.

მეგა ტვ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე