რეზონანსი
(15.03.2024)

ჩვენი პარტნიორების ინტერესებზე ისინი ყოველთვის უფრო მეტს ფიქრობდნენ, ვიდრე ქართველი ხალხის ინტერესებზე. ხალხი ამას გრძნობს და აღარ აძლევს მათ ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობას, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებას, რომლის თანახმად, „ნაცმოძრაობის" ამოცანაა, ბრიუსელს დაანახონ, რომ არსებობს ალტერნატიული პოლიტიკური ძალა.

„ჩვენი პარტნიორების ინტერესებზე ისინი ყოველთვის უფრო მეტს ფიქრობდნენ, ვიდრე ქართველი ხალხის ინტერესებზე. ხალხი ამას გრძნობს და აღარ აძლევს მათ ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობას, და ძალიან სწორადაც იქცევა. ასეც გაგრძელდება: სანამ მათ სწორება ექნებათ ბრიუსელსა და ვაშინგტონზე, საქართველოში ყველა არჩევნებს წააგებენ", - აღნიშნა დავითულიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე