რეზონანსი
(15.03.2024)

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაქან ფიდანს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრების შეხვედრა ბაქოში, აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.

მათივე ცნობით, ილია დარჩიაშვილმა და ჰაქან ფიდანმა მაღალი შეფასება მისცეს თანამშრომლობის სამმხრივ ფორმატსა და მინისტრების მეცხრე შეხვედრას.

საუბრისას აღინიშნა ამ ფორმატის მნიშვნელობა რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის; დადებითად შეფასდა საქართველო- თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობა; გაიცვალა ინფორმაცია ორმხრივი ურთიერთობის მიმდინარე დღის წესრიგსა და რეგიონში შექმნილ ვითარებაზე. მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა არსებული მჭიდრო კოორდინაციის გასაგრძელებლად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე