რეზონანსი
(15.03.2024)

12 წლის ანი ია­ნუ­შა­ი­ტი­ტეს სა­ეჭ­ვო ვი­თა­რე­ბა­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე ჭეშ­მა­რი­ტე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი შსს-ს და გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას საქ­მე­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას დე­დამ და ორ­გა­ნი­ზა­ცია „უფ­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს და საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მე­დი­ას­თან სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის დას­კვნა გა­ა­სა­ჯა­რო­ვეს. მათი თქმით, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის დას­კვნა­ში სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის მიერ გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში დაშ­ვე­ბულ ხარ­ვე­ზებ­ზეა სა­უ­ბა­რი.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს „უფ­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს" დი­რექ­ტორ­მა, ლადო მკერ­ვა­ლიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, მათ რამ­დე­ნი­მე თვის წინ სა­ხალ­ხო დამ­ცველს საქ­მის მა­სა­ლე­ბი გა­უგ­ზავ­ნეს და სთხო­ვეს შე­ეს­წავ­ლა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა.

მკერ­ვა­ლიშ­ვი­ლის თქმით, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი დას­კვნა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ არას­რულ­წლო­ვან ანი ია­ნუ­შა­ი­ტი­ტეს მი­მართ შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბა ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და ეფექ­ტი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბის სტან­დარ­ტებს, კერ­ძოდ, არ არის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, რო­მელ­თა ნა­წი­ლის ჩა­ტა­რე­ბაც, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, უკვე უპერ­სპექ­ტი­ვო და შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ასე­ვე, სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა მი­უ­თი­თა, რომ შე­საძ­ლოა ად­გი­ლი ჰქო­ნო­და გა­მომ­ძი­ებ­ლის მხრი­დან სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის არა­ჯე­როვ­ნად შეს­რუ­ლე­ბას. დას­კვნა­ში წე­რია, რომ გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­დან­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და არა­ე­ფექ­ტი­ა­ნად.

"დას­კვნა­ში წე­რია, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­მო­ძი­ე­ბა ერთ-ერთ ვერ­სი­ად გა­ნი­ხი­ლავს არას­რულ­წლო­ვან ანა ია­ნუ­შა­ი­ტი­ტეს მი­მართ სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის და­ნა­შა­უ­ლის შე­საძ­ლო ჩა­დე­ნის ფაქტსაც, გა­მო­ძი­ე­ბის მიერ გვა­მის აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ სა­ერ­თოდ არ იქნა დათ­ვა­ლი­ე­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის ახლო-მახ­ლო მდე­ბა­რე შე­და­რე­ბით და­მა­ლუ­ლი ად­გი­ლე­ბი. გა­მო­ძი­ე­ბას არ უც­დია გარ­დაც­ვლი­ლის ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლის ან სუ­ნის ნი­მუ­შის მო­პო­ვე­ბა მისი ასეთ ად­გი­ლას ყოფ­ნის და­დას­ტუ­რე­ბის მიზ­ნით. რად­გა­ნაც გა­სუ­ლია ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დი, გარ­დაც­ვლი­ლის სუ­ნის ნი­მუ­შის მო­პო­ვე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია", - ნათ­ქვა­მია სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის დას­კვნა­ში, რო­მე­ლიც მე­დი­ას ლადო მკერ­ვა­ლიშ­ვილ­მა გა­აც­ნო.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მო­უ­წო­დებს შსს-ს, არას­რულ­წლოვ­ნის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, გო­ნივ­რულ ვა­დებ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს რიგი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს საქ­მე­ზე ჭეშ­მა­რი­ტე­ბის დად­გე­ნას და ასე­ვე, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მი­მარ­თავს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას, და­ი­წყოს შე­მოწ­მე­ბა ანა ია­ნუ­შა­ი­ტი­ტეს გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის საქ­მის მწარ­მო­ე­ბე­ლი გა­მომ­ძი­ებ­ლის მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის და არა­ჯე­რო­ვა­ნი შეს­რუ­ლე­ბის ფაქ­ტზე", - ნათ­ქვა­მია ომ­ბუდსმე­ნის დას­კვნა­ში, რო­მე­ლიც მე­დი­ას „უფ­ლე­ბე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" დი­რექ­ტორ­მა, ლადო მკერ­ვა­ლიშ­ვილ­მა გა­აც­ნო.

გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში საქ­მე­ში არ­სე­ბულ ხარ­ვე­ზებ­ზე ისა­უბ­რა გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას დე­დამ ნატო ხუ­ტაშ­ვილ­მა და მი­მარ­თა შსს-ს და პრო­კუ­რა­ტუ­რას მომ­ხდა­რის სრულ­ფა­სოვ­ნად გა­მო­ი­ძი­ონ, ამას­თან საქ­მე­ში უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის ჩარ­თვა მო­ი­თხო­ვა. ნატო ხუ­ტაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვი­დან ერთი წელი გა­ვი­და და ფაქ­ტობ­რი­ვად, ისევ ერთ წრე­ზე და­დი­ან.

"სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რე­ბის არა­ე­ფექ­ტურ­მა სა­მუ­შა­ომ გა­მო­იწ­ვია ის, რომ გა­მო­ძი­ე­ბა ჩიხ­ში შე­ვი­და და პრაქ­ტი­კუ­ლად, უპერ­სპექ­ტი­ვოდ ვთვლიო შემ­დგომ­ში გა­მო­ძი­ე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას. თუმ­ცა იმე­დი მაქვს, რომ ეს ასე არ იქ­ნე­ბა. შსს არ ატა­რებს ქმე­დით ნა­ბი­ჯებს სა­მარ­თლის და­სად­გე­ნად. პრო­კუ­რა­ტუ­რა იძ­ლე­ვა რე­კო­მენ­და­ცი­ას, მერე იწყე­ბენ ამ რე­კო­მენ­და­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბას და შემ­დგომ გა­და­ერ­თვე­ბი­ან სხვა საქ­მე­ზე. ერთი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ამ საქ­მეს არ ჰყოფ­ნის, სჭირ­დე­ბა გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის ჯგუ­ფი. დღემ­დე არ გაგ­ზავ­ნი­ლა ანის ტან­საც­მე­ლი ექ­სპერ­ტი­ზა­ზე, ამის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მი­დის. ასე­ვე, ფოტო ექ­სპერ­ტი­ზა­ზე არ გაგ­ზავ­ნი­ლა ის სუ­რა­თი, სა­დაც ბავ­შვის მარ­ცხე­ნა ხელ­ში, ფრჩხილ­ში ჩანს გა­ჭე­დი­ლი შავი თმა. სა­გა­მო­ძი­ე­ბოს პირ­ვე­ლი პი­რე­ბი ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ დუ­მილს ამ ყვე­ლა­ფერ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მათ არ აწყობთ, რომ და­დას­ტურ­დეს, რომ ეს არის მკვლე­ლო­ბა, დრო კი, ჩვენ წი­ნა­აღ­მდეგ მუ­შა­ობს", - გა­ნა­ცხა­და ნატო ხუ­ტაშ­ვილ­მა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, დიდ დი­ღომ­ში 12 წლის მო­ზარ­დი, ანა ია­ნუ­შა­ი­ტი­ტე გარ­დაც­ვლი­ლი 2023 წლის 16 მარტს იპო­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე