რეზონანსი
(14.03.2024)

3 მარტს, თერჯოლის რაიონის სოფელ ზემო საზანოში მომხდარი ტრაგედიის დროს გადარჩენილი ანა რობაქიძე, რომელმაც შემთხვევის დროს და და მამა დაკარგა, სოციალურ ქსელში მორიგ ემოციურ მიმართვას ავრცელებს. ანა რობაქიძე მეგობრებს მიმართავს და მათ გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის:

„ჩემი უბედური დღეების მიუხედავად, მადლიერებით ვარ აღსავსე. სამყარომ ზუსტად ისეთი მეგობრები მაჩუქა, ჭირის დროს რომ გამამაგრებდნენ. მადლობა, რომ არსებობთ და მადლობა, რომ არც ერთ წამს არ მტოვებთ მარტო!“, – წერს ანა რობაქიძე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე