რეზონანსი
(03.03.2024)

თერჯოლის მერის ინფორმაციით, სოფელ საზანოში ჩანჩქერზე დაღუპული ბავშვები ჭიათურის პირველი საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები არიან. "პრაიმტაიმის" ინფორმაციით, დაღუპულია ელენე შუკაკიძე და ნინო კენჭოშვილი. კიდევ 2 დაღუპულის ვინაობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
სოფელში არსებულ ჩანჩქერზე მამა, ქალიშვილთან და მის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. ფოტოების გადაღების დრო ერთ-ერთ გოგონას ფეხი დაუცურდა და მდინარეში ჩავარდა. ამის შემდეგ კაცი მდინარეში გადახტა მის საშველად, შემდეგ კი დანარჩენი ნაპირზე მყოფებიც მიჰყვნენ მას. საბოლოოდ 5 ადამიანიდამ მაშველებმა მხოლოდ ერთი გადაარჩინეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


