რეზონანსი
(07.02.2024)

ზესტაფონში 19 წლის ბიჭს გლოვობენ. გიორგი სოფრომაძე გუშინ, 5 თებერვალს,  ქუთაისი–ზესტაფონის  გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. როგორც ირკვევა, სოფრომაძეების ოჯახში წლების წინ კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა. გიორგის ძმა დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა.

„ოჯახში საშინელი ტრაგედია ტრიალებს… ჯერ ერთი შვილი, ახლა მეორე. წლების წინ გიორგის ძმა დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა. ვიწვით საცოდაობით“, - ამბობენ ადგილობრივები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე