რეზონანსი
(05.02.2024)

დიდი ბრიტანეთის მეფეს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ბაკინგემის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი არ არის პროსტატის კიბოზე.

გავრცელებულ ინფორმაციაში კიბოს ტიპი არ არის დასახელებული, მაგრამ ბაკინგემის სასახლის განცხადებით, მეფემ ორშაბათს დაიწყო მკურნალობა.

"მეფე დადებითად არის განწყობილი მის მკურნალობასთან დაკავშირებით და მოუთმენლად ელის, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდება საჯარო მოვალეობების შესრულებას", - ნათქვამია განცხადებაში

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე