რეზონანსი
(05.02.2024)

დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფი გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებს გამოიძიებს , - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

ანტონიო გუტერეშის ცნობით, საგამოძიებო ჯგუფს საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, კატრინ კოლონა უხელმძღვანელებს.

დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფი მუშაობას 2024 წლის 14 თებერვალს დაიწყებს და გაერო-ს გენერალურ მდივანს შუალედურ ანგარიშს მიმდინარე წლის მარტის ბოლოს წარუდგენს, ხოლო საბოლოო ანგარიში აპრილის ბოლოს უნდა იყოს მზად. საგამოძიებო ჯგუფის მიერ მომზადებული საბოლოო ანგარიში საჯარო იქნება.

შეგახსენებთ, გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს რამდენიმე სახელმწიფომ, მათ შორის, აშშ-მა, გერმანიამ, იტალიამ, იაპონიამ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა დაფინანსება მას შემდეგ შეუჩერა, რაც ისრაელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააგენტოს 12 თანამშრომელი 7 ოქტომბრის თავდასხმებში მონაწილეობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე