
ოპოზიცია „ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის 30 დეკემბრის განცხადებას და 29 იანვრის სამთავრობო და პარტიულ ცვლილებებს შორის პირდაპირ კავშირს ხედავს. ახალი წლის წინ მმართველი პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლილსას ივანიშილმა ორ - საკითხზე გაამახვილა ყურადღება - კორუფციისა და მმართველ გუნდში შიდა დაპირირსპირების რისკები. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ კავშირი ამ ორ მოვლენას შორის ნამდვილად არის, თუმცა უფრო კორუფციული კუთხით. რაც შეეხება დაპირისპირებას, ეს გარედან არ ჩანს, თუმცა პარტიის შიგნით უკეთ იციან.
საყვარელიძის აზრით, დიდია იმის ალბათობა, რომ კორუფციულ რისკებთან თავად ღარიბაშვილს კავშირი არ ჰქონდა, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას „ქართული ოცნების" თავმჯდომარეობას არ შესთავაზებდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება 29 იანვარს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. პარლამენტს ორი კვირის ვადა აქვს, რათა პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატს, მის მიერ წარდგენილ სამთავრობო გუნდსა და პროგრამას ნდობა გამოუცხადოს. პრემიერობის კანდიდატად კი „ოცნებისგან" პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოიაზრება.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც 30 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარე გახდა, შეიცვალა „ქართული ოცნების" წესდებაც, რომლის მიხედვითაც, პარტიის პოლიტიკური საბჭო პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას პარტიის საპატიო თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს.
„ოცნების" თავმჯდომარის პოსტს რომ ღარიბაშვილი დაიკავებს, ეს თავად ყოფილმა პრემერმა განაცხადა.
„პოლიტსაბჭოსგან მივიღე შეთავაზება, დავიკავო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა და ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება 1-ლ თებერვალს. არ დაგიმალავთ, რომ პოლიტსაბჭოში განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ ზაფხულამდე, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დავრჩენილიყავი, თუმცა ვარჩიე, ახლა მიმეღო ეს გადაწყვეტილება.
„მნიშვნელოვანია, რომ შემდეგმა პრემიერმა დროულად წარადგინოს თავისი გუნდი და ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა. მე წარმატებებს ვუსურვებ ახალ პრემიერ-მინისტრს. ჩემთვის კი დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, გავაგრძელო მუშაობა, აქტიური მონაწილეობა მივიღო საარჩევნო პროცესში და ზოგადად ჩვენი ქვეყნის განვითარებაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რა კავშირია ივანიშვილის 30 დეკემბრის განცხადებასა და 29 იანვრის ცვლილებებს შორის
30 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მესამედ დაბრუნების შესახებ განაცხადა და იმ მიზეზებზეც ისაუბრა, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება.
„ოპოზიციის განადგურების პირობებში, იზრდება რისკები მმართველ გუნდში. ოპოზიციის არარსებობამ მმართველ პარტიას მარტივად შეიძლება თავბრუ დაახვიოს და მოადუნოს. გარდა ამისა, როდესაც გარეთ დასაპირისპირებელი არავინ რჩება, ჩნდება ცდუნება, რომ დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო. ასევე, ოპოზიციური კონტროლის არარსებობის პირობებში, კორუფციის რისკებიც მატულობს, რასაც საგანგებო დაზღვევა ესაჭიროება", - თქვა ბიძინა ივანიშვილმა
ივანიშვილის განცხადებასა და 29 იანვრის სამთავრიბო ცვლილებებში კავშირს ხედავს „რეზონანსთან"ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე, მისი თქმით ეს უფრო კორუფციულ რისკებს უკავშირდება.
„შექმნილი სიტუაცია მემგონი უფრო კორუფციულ რისკებზე იძლევა საუბრის საშუალებას. მარტივი ლოგიკით, ტექსტების მოშველიების გარეშე, თუკი ზოგადად ეჭვი კორუფციაზე გაჩნდა, ეს ეჭვი უპირველეს ყოვლისა მიემართება ხოლმე აღმასრულებელი სტრუქტურისკენ, იქ გროვდება კორუფცია. აღმასრულებელი სტრუქტუირის ცვლილება შეიძლება მოხდეს თითო კაცით და ასევე შესაძლოა ერთიანად.
„თითო-თითო უწყების ხელმძღვანელის შესწავლას ბევრი დრო უნდა, ერთიანად კი ადვილია, პრემიერ-მინისტრი შეცვლის შემთხვევაში მთელი კაბინეტი იცვლება", - განაცხადა საყვარელიძემ.
ამბობს, რომ კორუფციულ რისკებთან თავად ღარიბაშილის კავშირს ერ ხედავს.
„მას რომ კორუფციული ავადმყოფობა ჰქონოდა, ისეთი თანამდებბის შანსი არ ექნებოდა, რაც მიიღო - პარტიის ხელმძღვანელობა. მას უბრალოდ სახლში გაუშვებდნენ. რადგან არჩევნებადე ცოტა დროა, ალბათ ამ ტიპის გამოკვლევებს ბევრი დრო სჭირდება. საეჭვოა, რომ ამ პერიოდში გაირკვეს თუნდაც ცალკეული მინისტრების საქმეები", - განაცხადა ანალიტიკოსმა.
მისივე თქმით, გარედან არ ჩანს, რომ ეს ცვლილებები მმართველ გუნდში შიდა დაპირისპირების რისკებს უკავშირდებოდეს.
„ჯერჯერობით დაპირისპირების საფუძველს ვერ ვხედავ. ჯგუფების გაყოფის ტენდენცია არ ჩანს,შესაძლოა მე ვერ ვხედავ, მაგრამ სავარაუდოა, რომ შიგნით მათ იციან, მით უმეტეს ივანიშვილმა თუკი ასეთი ტენდენციები არის.
„ორშაბათის მოვლენებსა და ივანიშვილს სიტყვას შორის ხიდი მემგონი კორუფციის საკითხით მყარდება", - განაცხადა საყვაელიძემ „რეზონანსთან.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



