რეზონანსი
(28.01.2024)

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაარის, სამუშაო ვიზიტით ჩასვლაზე უარი უთხრეს. ამის შესახებ განცხადებას თავად დიპლომატი ავრცელებს.
მისი თქმით, 2017 წლიდან ის არაერთხელ ეწვია ოკუპირებულ აფხაზეთს, თუმცა მსგავსი პრობლემები აქამდე არასდროს ჰქონია.
კლაარი ასევე ამბობს, რომ EU არა მხოლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს თბილისსა და სოხუმს შორის დიალოგის ხელშეწყობაში, არამედ აფინანსებს მრავალ პროგრამას აფხაზეთის ჯანდაცვის, განათლების, კულტურისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



