რეზონანსი
(19.01.2024)

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს „დღევანდელი ფიურერი" უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

"ჩვენ ვუყურებთ მათ, ვინც ისრაელს უპირობოდ უჭერს მხარს. ვინც დღეს თვალს ხუჭავს ხოცვა-ჟლეტაზე, ხვალ ინანებს. დასავლეთის ქვეყნებმა ღაზაზე გამოცდა ვერ ჩააბარეს. მათ დაკარგეს სანდოობა. გაჩნდა ფაშისტური აზროვნება, ვინც ამტკიცებს, რომ მხარს უჭერს დემოკრატიას. მათ თვალები დახუჭეს ქალებისა და ჩვილების მკვლელობებზე", - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე