რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, თუ მომავალშიც გაგრძელდა ის, რაც ახლა ხდება, უკრაინის სახელმწიფოებრიობა მალე კითხვის ქვეშ დადგება.
“თუ მომავალშიც გაგრძელდება ის, რაც ახლა გრძელდება, ის, რასაც ახლა აქვს ადგილი - არა მხოლოდ ჩავარდა მათი კონტრშეტევა, არამედ ინიციატივა რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელშია - მაშინ უკრაინულ სახელმწიფოებრიობამ შეიძლება აღუდგენელი, ძალიან სერიოზული დარტყმა მიიღოს”, - განაცხადა პუტინმა.
ამასთან, მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის ფორმულა ე.წ. “სამშვიდობო დიალოგის” დამბლოკველ მოთხოვნებს მოიცავს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე