რეზონანსი
(16.01.2024)

 შპს „პარმა" ნამდვილად მონაწილეობს წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში, კერძოდ, ახორციელებს ტროტუარების მოწყობის სამუშაოს, არა გუშინდელი დღიდან, არამედ გასული წლის დეკემბრის თვიდან, - ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურმა შპს „პარმასთან" ხელშეკრულება გააფორმა 2023 წლის 16 ნოემბერს.

რაც შეეხება საგზაო სამუშაოების წარმოების მიზნით, ახალი კომპანიის შერჩევის პროცესს, როგორც იცით, დაწყებულია ბაზრის კვლევა და ყველა დაინტერესებულ კომპანიას, რომელსაც სურვილი აქვს დროულად და კეთილსინდინდისიერად შეასრულოს მერიის მიერ დადგენილი პირობები, შეეძლო მიეღო მონაწილეობა.

წარმოდგენილი განაცხადების მიხედვით, უახლოეს პერიოდში (სავარაუდოდ ხვალ) მოხდება შემსრულებელი კომპანიის შერჩევა", - აცხადებენ მერიაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე