რეზონანსი
(13.01.2024)

ვის, რატომ და რამდენად მიჰყიდა საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო ქონება? ის, რასაც ღარიბაშვილის ადმინისტრაცია ამ დრომდე საგულდაგულოდ მალავდა, წესით წლის ბოლოს საჯარო უნდა გახდეს. ღარიბაშვილის ადმინისტრაცია პირობას დებს,  რომ არჩევნების შემდეგ ღია მმართველობის გეგმას აამოქმედებს. ანუ გავიგებთ ყველაფერს, რასაც მინისტრები დახურულ კარს მიღმა მრგვალი მაგიდის გარშემო წყვეტენ. 

რატომ არჩევნების შემდეგ და არა მანამდე? ოპოზიცია ფიქრობს, რომ ამის მიზეზი სავარაუდო კორუფციული საქმიანობის დამალვაა, რომლის გამოაშკარავებაც "ოცნებას" არ აწყობს. უკვეე წლებია, ღარიბაშვილის ხელმოწერილ დოკუმენტებს ვერავინ ხედავს. ამ დრომდე მხოლოდ ჟურნალისტური გამოძიებებით ვიგებთ, ვის ჩუქნიან სახელმწიფო ქონებას.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე