რეზონანსი
(13.01.2024)

ქვეყანას სეზონური ვირუსები უტევს. მედიკოსებთან მიმართვიანობა წინა კვირებთან შედარებით კატასტროფულად გაზრდილია. კლინიკებში თავისუფალი ადგილები სწრაფად ივსება. საქართველოში ახლა ძირითადად ორი H1N1 და H1N2-ის ტიპის გრიპია გავრცელებული. ინფიცირებულთა უმეტესობა ერთ წლამდე ბავშვია. ვირუსს სწაფი გავრცელება და მარტივად გადამდებლობა ახასიათებს. 

სიმპტომებს შორის არის 38 გრადუსი ტემპერატურა, თავის, კუნთების და სახსრების ტკივილი, საერთო სისუსტესთან ერთად. ვირუსისგან დაცვის საუკეთესო საშუალება ვაქცინის გაკეთებაა. პრეპარატი ქვეყანას აქვს, თუმცა მოთხოვნა ნაკლებია.

ექიმები პროგნოზირებენ, რომ ვითარება კიდევ უფრო გართულება ორ კვირაში, რადგან საახალწლო არდადეგების შემდეგ სასწავლო პროცესი იწყება და მობილობა იზრდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე