რეზონანსი
(13.01.2024)

ჯვრებით და ხატებით ხელში, სარწმუნოების სახელით და რუსული განწყობით - რადიკალური მოძრაობის წევრები მუქარის რეჟიმში რჩებიან. 

კოკა მორგოშია მმართველ გუნდს ონს მოსვლისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ თუ მუხლს არ გადააკვალიფიცირებენ, "ოცნება" თავისას მიიღებს და ნატა ფერაძე თავისას". 

რადიკალების ლიდერი აანონსებს, რომ თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება და ნატა ფერაძეს არ დაიჭერენ, ძალიან დიდი პრობლემები დაიწყება ქვეყანაში 

კანონმდებლობაში შევიდეს ცვლილები და გამკაცრდეს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა და სიწმინდეები. დარწმუნებული ვარ, რომ ამას ჩვენ მივიღებთ უახლოეს პერიოდში. პლუს, ჩვენმა იურისტებმა გაიარეს ძველ პროკურორებთან, იურისტებთან საკითხი, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ნატა ფერაძე არის დამნაშავე და არა ადმინისტრაციული, არამედ სისხლის სამართლის კოდექსით. განცხადება ჩავაბარეთ ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში და ველოდებით, რომ რამდენიმე დღეში პროკურატურა და "ქართული ოცნება" გონს მოეგება. მცირე ხულიგნობის მუხლით წაიყვანეს გამოძიება, ეს არის სისულელე და ევროპელებისთვის გაგორებული კოჭი და ისევ და ისევ სისუსტე "ქართული ოცნების". ვიმედოვნებთ, რომ ის "ქართული ოცნების" წინააღმდეგ არ წავა და მუხლს გადააკვალიფიცირებს. თუ ასეთი რამ არ მოხდება, "ოცნება" მიიღებს თავისას და ნატა ფერაძე თავისას. აი ეს რასაც ნიშნავს, დაელოდეთ. ეს "ქართული ოცნების" გადასაწყვეტია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეყოფათ კეთილგონიერება და ქართველი ხალხის წინააღმდეგ არ წავლენ. ველოდებით, რომ ფერაძეს დაიჭერენ. თუ ნატა ფერაძეს არ დაიჭერენ, ძალიან დიდი პრობლემები დაიწყება ქვეყანაში", - ამბობს კოკა მორგოშია.

სტალინის გამოსახულებიანი ხატის მცველები არ ემორჩლებიან არც პატრიარქის განცხადებას და არც საპატრიარქოს ოფიციალურ პოზიციას. პრორუსული მოძრაობის წევრები დილიდან ქუჩაში იდგნენ და იმუქრებოდნენ. საბჭოთა დიქტატორის გამოსახულებიან ხატს რადიკალურად განწყობილი ადამიანები ბოლომდე იცავენ და საპირისპირო აზრის მიღებას არც კი განიხილავენ.

"ალტ ინფოს" მხარდამჭრებს შორის იყო ირმა ინაშვილიც. "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ფიქრობს, რომ სადავო ხატი კანონიკური წესების დაცვით არის დაწერილი. ჯერ შეიკრიბნენ, შემდეგ საპატირქოსგან განსხვავებული პოზიციები დააფიქსირეს, ბოლოს კი სამებისკენ წავიდნენ და სტალინის გამოსახულებიანი ხატი მოილოცეს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე