რეზონანსი
(13.01.2024)

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, „ალტ ინფოს" ორგანიზებით, აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა წმინდა მატრონას ხატისთვის საღებავის შესხმა გააპროტესტეს. მათ ამ ქმედებაში დამნაშავე პირების დასჯა მოითხოვეს.

ამასთან, აქციის გამართვამდე საპატრიარქომ მოუწოდა სასულიერო პირებს, დესტრუქციულ ქმედებებში მონაწილეობა არ მიიღონ.

სასულიერო პირების ინფორმაციით, აქტივისტმა ნატა ფერაძემ სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონას ხატს საღებავი შეასხა. გამოძიება წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე დაიწყო. შემდგომი რეაგირებისთვის საქმის მასალები სასამართლოში გადაიგზავნება.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი უახლოეს პერიოდში წარმოადგენს საკანონმდებლო ცვლილებებს, რათა გამკაცრდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე