რეზონანსი
(13.01.2024)

ექსპერტი ირაკლი ლატარია იუმორისტი მიშა ანდღულაძის იმ ინტერვიუს ეხმიანება, სადაც ანდღულაძე ტელეკომპანია „ფორმულაზე" გასართობი გადაცემების დახურვის მიზეზად „სოლოლაკის ვერ აღებას" ასახელებს.

„მარტივი და ამავე დროს, ოდნავ რთული კითხვა: ვინ იქნება შემდეგი? კეზერას, პირადი ჯამბაზები განუდგნენ? ოლიგარქი კეზერაო? ეს რას ხედავ ჩემი თვალები? აი ის, ზე „თავმოყვარე" ჟურნალისტები როდის ამოიღებენ ხმას? როდის ეტკინებათ სული, ნაძარცვი ჯარითა და ევროპელ პენსიონრებზე წართმეული ფულით რომ ბლატაობენ? ეგეც იქნება, თანაც მალე", - წერს ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, „კო­მე­დი შოუს" მსა­ხი­ო­ბი მიშა ან­დღუ­ლა­ძე იხ­სე­ნებს, რო­გორ და­უ­ხუ­რეს მის გუნდს "ფორ­მუ­ლა­ზე" გა­სარ­თო­ბი გა­და­ცე­მე­ბი. რო­გორც მან ისა­უბ­რა, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აბ­სურ­დუ­ლი მი­ზე­ზით ახ­სნა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სწო­რედ ამის შემ­დეგ გუნ­დმა გა­და­წყვი­ტა სა­კუ­თა­რი ტე­ლე­ვი­ზია გა­ეხ­სნა და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ ეტაპ­ზე შე­მო­სა­ვა­ლი ნაკ­ლე­ბი აქვთ, ამ­ბობს, რომ აქვთ თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

„ოლი­გარ­ქმა (და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი) არ შე­იძ­ლე­ბა უფუ­ლო­ბა და­ა­სა­ხე­ლოს მი­ზე­ზად. მი­ზე­ზი იმ­დე­ნად აბ­სურ­დუ­ლი იყო, რომ მირ­ჩევ­ნია არ ვთქვა. ვერ და­ვი­ჯე­რეთ, რომ ამ­დენ გა­და­ცე­მას აკე­თებ უცებ და ასე­თი მი­ზე­ზით უცებ გი­ხუ­რა­ვენ. ისიც არ იყო, რომ რე­ი­ტინ­გი არ აქვს, მი­ზე­ზი იყო, კონ­კრე­ტუ­ლად, ნუ მოკ­ლედ - სო­ლო­ლა­კი რომ ვერ "ავი­ღეთ", - თქვა ანდღულაძემ გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძის „პოდ­კას­ტში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე