რეზონანსი
(05.01.2024)

მომღერალი ლევან კაშმაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი კოლეგები ავრცელებენ.
„ნათელი შენს სულს, ლევან, ძმაო, ნაადრევად დაგვტოვე. ყველას ძალიან გვატკინე გული. უფალს ებარებოდე" - წერს მომღერალი კახა სულაბერიძე.
ლევან კაშმაძის გარდაცვალების თაობაზე ინფორმაციას ავრცლებს შოთო სიხარულიძეც. როგორც ის წერს, კაშმაძე მოულოდნელად გარდაიცვალა.
„გლოვობს ჩემი სამტრედია, კულაში. გარდაიცვალა მომღერალი, ლევან კაშმაძე. დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა... "- წერს შოთო სიხარულიძე.
ლევან კაშმაძე ძირითადად ფანოღურ სიმღერებს ასრულებდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


