რეზონანსი
(31.12.2023)

დღეს „იმედის“ მაყურებელს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გრანდიოზული ტური ელოდება. პროექტის შემქმნელები მაყურებლებს, ჯადოსნურ შოუ პროგრამას ჰპირდებიან. სადღესასწაულო ტური განსხვავებული იქნება. დღეს მეოთხედფინალია და 5 მონაწილე წყვილს პირველად მოუწევს ორ-ორი ცეკვის შესრულება. 

„ყველა მონაწილე შემრთულია, მაგრამ არ დაგიმალავთ ღელვა ახლავს საახლწლო ეთერს. ვეცდებით, რომ საუკეთესო შოუ გამოგვივიდეს და მაქსიმალურად დადებითი განწყობა შევუქმნათ მაყურებელს. დაძაბულობა არის კონკურსანტებს შორის, მაგრამ ინარჩუნებენ მეგობრულ გარემოს და პატივისცემას ერთმანეთის მიმართ. დღეს "ცეკვავენ ვარსკვლავები" განსხვავებულ დროს - ზუსტად 21:00 საათზე დაიწყება და მონაწილეებს ორ-ორი ცეკვის შესრულება მოუწევთ", - აღნიშნა გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა მანიკა ასათიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე