რეზონანსი
(28.12.2023)

ქართველი მომღერლების ნაწილმა საჯაროდ თქვა, რომ საახალწლო კონცერტებზე არ არიან მიწვეულნი. აღნიშნულ გარემოებას ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი "ფეისბუქზე" ეხმაურება:

"საახალწლო კონცერტებზე სწორედაც რომ ასევე უნდა იყვნენ გიორგი უშიკიშვილი, ნინო ქათამაძე, ლელა წურწუმია, სოფო ნიჟარაძე და სხვებიც და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მომღერლების პოლიტიკური ნიშნით დაყოფა.ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ადამიანების დაყოფა-გამოცალკევება.ჯანსაღ საზოგადოებაში ეს მიუღებელია", - წერს ჩანადირი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე