რეზონანსი
(16.12.2023)

უკრაინის ომბუდსმენის ცნობით, ოკუპირებული ხერსონიდან და რუსეთიდან ქვეყანაში დააბრუნეს კიდევ სამი ბავშვი.

დმიტრო ლუბინეცის განცხადებით, ხერსონის რეგიონიდან დაბრუნდნენ და-ძმა, 2008 წელს დაბადებული ბიჭი და 2011 წელს დაბადებული გოგო.

"2011 წელს დაბადებული მესამე ბიჭიც დედასთანაა. ომბუდსმენის აპარატის დახმარებით დედამ ის საქართველოს ტერიტორიაზე წაიყვანა", - წერს ლუბინეცი.

ლუბინეცმა აღნიშნა, რომ ბავშვები დაბრუნდნენ უკრაინის პრეზიდენტის, Bring Kids Back UA-ს სამოქმედო გეგმის ფარგლებში, კატარის სახელმწიფოს შუამავლობით და ბავშვების დაბრუნებაში ასევე ჩართული არიან საზოგადოებრივი ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე