რეზონანსი
(16.12.2023)

ძალიან ემოციურია ეს ყველაფერი, როდესაც აცნობიერებ რამხელა ისტორიული მოვლენა ხდება ჩვენს ხელში, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით კანდიდატის სტატუსის მონიჭება ისტორიული მოვლენაა.

„ღირსებით ევროპისკენ“ - ამ სლოგანის თქმა საჭირო გახდა. სამწუხაროდ, ჩვენი თანამედროვე პოლიტიკა ისე წავიდა, დაგვავიწყდა რისთვის გვინდოდა დამოუკიდებლობა, რატომ იბრძოლეს ჩვენი მშობლების თაობამ, ეს რაღაცები დაგვავიწყდა და ამიტომ ღირსების შეხსენება საჭირო გახდა. ჩვენ ვართ ქართველები, ჩვენ ვართ ძირძველი ევროპელი ერი, ხალხი, რომელსაც ჩვენი ღირსება, ჩვენი ფასეულობები გვაქვს. ევროკავშირი და ევროპა ჩვენ იმისთვის გვინდა, რომ ეს ყველაფერი დავიცვათ. ჩვენ პატარა ერი ვართ, მაგრამ დიდი ისტორიისა და ძალიან დიდი ფასის მქონე, ეს ფასი პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ სხვამაც დაგვაფასოს“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე