რეზონანსი
(16.12.2023)

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია გუშინდელი საზემი ღონისძიების ფოტოებს ავრცელებს.

გუშინ მთელმა ქვეყანამ თავისუფლების გამზირზე საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭება იზეიმა.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს გზა არ იყო იოლი და ბევ­რი სირ­თუ­ლე იქნა გა­და­ლა­ხუ­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად.

„მო­გე­სალ­მე­ბით, ჩემო საყ­ვა­რე­ლო ხალ­ხო, ჩემო ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, ჩემო ძმე­ბო და დებო! პირ­ველ რიგ­ში, მე მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ მობ­რძა­ნე­ბის­თვის. გი­ლო­ცავთ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მო­ნი­ჭე­ბას! ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია თქვენ წი­ნა­შე სი­ტყვით გა­მოს­ვლა. მე გი­ლო­ცავთ ამ მარ­თლაც ის­ტო­რი­ულ მოვ­ლე­ნას, ის­ტო­რი­ულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და ის­ტო­რი­ულ გა­მარ­ჯვე­ბას, ჩემო მე­გობ­რე­ბო! ეს ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა გე­კუთ­ვნით თქვენ, ჩვენს და­უ­მარ­ცხე­ბელ, გა­უ­ტე­ხელ, ამაყ და თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე ქარ­თველ ხალ­ხს! დიახ, ჩემო მე­გობ­რე­ბო, ჩვენ ბევ­რი ვიბ­რძო­ლეთ, ბევ­რი ვიშ­რო­მეთ და ჩვენ ერ­თად გა­ვი­მარ­ჯვეთ. ჩვენ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და ხალ­ხმა, დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად მო­ვი­პო­ვეთ ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი. ჩვენ და­ვიმ­სა­ხუ­რეთ ეს გა­მარ­ჯვე­ბა. ჩვენ ვიშ­რო­მეთ და ჩვენ ვიბ­რძო­ლეთ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სა­ხე­ლით, თქვე­ნი სა­ხე­ლით, ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხის­თვის და ჩვენ ერ­თად მო­ვი­პო­ვეთ ეს გა­მარ­ჯვე­ბა! დიახ, ჩემო მე­გობ­რე­ბო, ჩვენ არ დავ­დე­ქით ცალ ფეხ­ზე და არ დავ­დე­ქით მუხ­ლის ჩო­ქებ­ზე, არა­მედ ჩვენ დავ­დე­ქით მტკი­ცედ, ღირ­სე­უ­ლად და მო­ვი­პო­ვეთ ეს გა­მარ­ჯვე­ბა. მე მინ­და გი­თხრათ, რომ ეს გზა, რა თქმა უნდა, არ იყო იოლი. ჩვენ ძა­ლი­ან ბევ­რი გან­საც­დე­ლი გა­ვი­ა­რეთ, ძა­ლი­ან ბევ­რი სირ­თუ­ლე შეგ­ვხვდა ამ გზა­ზე, მაგ­რამ ჩვენ ღირ­სე­უ­ლად და მტკი­ცედ გა­ვი­ა­რეთ ეს გზა და მო­ვე­დით დღე­ვან­დე­ლო­ბამ­დე" - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა გუშინდელ გამოსვლაში.

თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე გა­მარ­თულ სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბას პრე­მი­ე­რი ოჯა­ხით და­ეს­წრო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე